ჭდე: ნიგერიის ნაკრები

Home ნიგერიის ნაკრები
ოსიმენმა ნაკრების ბანაკი დატოვა
ჩანაწერი

ოსიმენმა ნაკრების ბანაკი დატოვა

ვიქტორ ოსიმენის ტრავმის შესახებ ახალი არაფერია. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საუდის არაბეთისა და ნიგერიის ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლა ითხოვა. თავიდან ამბობდნენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ გადაღლით გამოწვეული კუნთის კრინჩხვა უნდა ყოფილიყო, ბოლოს კი ორთავა კუნთის შესახებ ალაპარაკდნენ. ეს უფრო არასასურველი ვარიანტია. როგორც ჩანს, სწორი დიაგნოზი ფეხბურთელის ნეაპოლში დაბრუნებამდე ვერ დაისმება. იტალიაში მას თანამედროვე აპარატურით გამოიკვლევენ. ჟურნალისტი მარკო...

ოსიმენს დღეს გამოიკვლევენ და გადაწყვეტენ
ჩანაწერი

ოსიმენს დღეს გამოიკვლევენ და გადაწყვეტენ

ვიქტორ ოსიმენის ტრავმის ამბავი ნეაპოლში მეხივით გავარდა. ლამის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა: თავდამსხმელისთვის სანაკრებო შეკრებები ტრავმით მთავრდება.  ამჯერად, „სუპერარწივები” ამხანაგურად თამაშობდნენ საუდის არაბეთთან, რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის და ამ შეხვედრის 59-ე წუთზე, უხეში შეტაკების შემდეგ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო. მოედნის დატოვება მან თავად მოითხოვა — მწვრთნელ ჟოზე პესეირუს ცვლილებს სთხოვა...

ოსიმენმა ნიგერიელებს კვარაცხელიას გვარის სწორად გამოთქმა ასწავლა
ჩანაწერი

ოსიმენმა ნიგერიელებს კვარაცხელიას გვარის სწორად გამოთქმა ასწავლა

დღეს უკვე მთელს მსოფლიოს აინტერესებს ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. გამონაკლისი არც ნიგერიაა, რომლის ნაკრებშიც ქართველი გარემარბის თანაგუნდელი და საუკეთესო პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი თამაშობს. და რა უნდა ეკითხათ უცხოელებს ხვიჩას შესახებ უპირველეს ყოვლისა თუ არა მისი გვარის სწორი გამოთქმა. ქვემოთ, ვიდეოში, ვიქტორ ოსიმენი თანამემამულეებს უხსნის, რომ ხვიჩას გვარი სინამდვილეში არის კვარაცხელია, მაგრამ გუნდში მას კვარას ეძახიან....

ოსიმენი მღერის და ქველმოქმედებას ეწევა
ჩანაწერი

ოსიმენი მღერის და ქველმოქმედებას ეწევა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებშია, სადაც მთელი წელიწადი არ ყოფილა. „სუპერ არწივებს” აფრიკის თასის ორი შესარჩევი თამაში ელით გვინეა ბისაუსთან, 24 მარტს შინ და 27 მარტს სტუმრად. გულშემატკივრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავდამსხმელს გოლების იმედით შეჰყურებენ, მაგრამ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი თავისი ერის წინაშე სხვა მოვალეობებსაც გრძნობს. მას დიდი პროექტი აქვს ჩაფიქრებული, რომლის ხორცშესხმას სამშობლოდან იწყებს. ნიგერიულ...

ოსიმენის მწვრთნელი: ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია
ჩანაწერი

ოსიმენის მწვრთნელი: ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია

ნიგერიის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე პესეირუმ „ნაპოლის” მიერ „ატალანტას” 2:0 ძლევა ნახა და აღფრთოვანებულმა განაცხადა, რომ „აძურის” უმაღლესი ევროპული ჯილდოებისთვისაც შეუძლია ბრძოლა. „ვფიქრობ, ამ „ნაპოლის” სერია A-ში გამარჯვების გარდა ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, — თქვა „სპორტიტალიასთან” ინტერვიუში 62 წლის სპეციალისტმა, რომელიც ნიგერიამდე ვენესუელის ნაკრებს ედგა სათავეში, 2003-04 წლებში კი „რეალში” კალუშ კეირუშის ასისტენტი იყო, —...

მოურინიუს სუპერარწივები შესთავაზეს
ჩანაწერი

მოურინიუს სუპერარწივები შესთავაზეს

ნიგერიის ფეხბურთის ასოციაცია ჟოზე მოურინიუს ნაკრების სათავეში ჩადგომას სთავაზობს. ეს ინფორმაცია თავად ნიგერიელთაგან გახდა ცნობილი. სუპერ არწივები ცოტა ხნის წინ მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. მათ გერმანელი გერონტ რორი დაითხოვეს, არადა კარს აფრიკის ერთა თასია მომდგარი. ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამაჯუ პინიკი ისეთ მწვრთნელს ეძებს, რომელიც გუნდში დისციპლინას დანერგავს და კონტინენტის ტიტულს შეუტევს. ნიგერიელებს ერთა თასი 2013...

ჯონ ობი მიკელის გატაცებული მამა
ჩანაწერი

ჯონ ობი მიკელის გატაცებული მამა

ჯონ ობი მიკელმა საიდუმლო გათქვა: არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სამშობლოში, ბანდიტურ-შეიარაღებულ დაჯგუფებას მამამისი გაუტაცებია. „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ახლა ჩინეთში თამაშობს, რუსეთში იყო, როდესაც დაურეკეს და მამის, პა მაიკლ ობის გატაცების შესახებ უთხრეს. მამა ობი გასვენებაში მიდიოდა, როდესაც ბანდიტები მას პოლიციელებად წარუდგნენ და გაიტაცეს. მიკელს უთხრეს, რომ თუ ვინმეს ამ გატაცების...

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
ჩანაწერი

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის

სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....