ნიგერიის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე პესეირუმ „ნაპოლის” მიერ „ატალანტას” 2:0 ძლევა ნახა და აღფრთოვანებულმა განაცხადა, რომ „აძურის” უმაღლესი ევროპული ჯილდოებისთვისაც შეუძლია ბრძოლა.
„ვფიქრობ, ამ „ნაპოლის” სერია A-ში გამარჯვების გარდა ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, — თქვა „სპორტიტალიასთან” ინტერვიუში 62 წლის სპეციალისტმა, რომელიც ნიგერიამდე ვენესუელის ნაკრებს ედგა სათავეში, 2003-04 წლებში კი „რეალში” კალუშ კეირუშის ასისტენტი იყო, — ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს მე ვერ ვხედავ გუნდს, სხვებზე ერთი თავით მაღლა რომ იდგეს. მაგალითად, „რეალი” და „ბაიერნი” ვარსკვლავებით სავსე გუნდებია და ორი აზრი არ არის, ისინი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას გეგმავენ, მაგრამ დაუმარცხებელი არც ერთი ჩანს და არც მეორე”.
შემდეგ, ვიქტორ ოსიმენის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ასეთი არგუმენტი მოიტანა: „ცხრილში 18 ქულიანი უპირატესობა ლუჩანო სპალეტის შესაძლებლობას აძლევს სეზონის დარჩენილ დროში ძალები უკეთ მართოს, ოღონდ რასაკვირველია ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ წამყვანი ფეხბურთელები, ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ასეთივე კარგები იქნებიან, როგორებიც ახლა არიან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
