ნიგერიის ფეხბურთის ასოციაცია ჟოზე მოურინიუს ნაკრების სათავეში ჩადგომას სთავაზობს. ეს ინფორმაცია თავად ნიგერიელთაგან გახდა ცნობილი.
სუპერ არწივები ცოტა ხნის წინ მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. მათ გერმანელი გერონტ რორი დაითხოვეს, არადა კარს აფრიკის ერთა თასია მომდგარი.
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამაჯუ პინიკი ისეთ მწვრთნელს ეძებს, რომელიც გუნდში დისციპლინას დანერგავს და კონტინენტის ტიტულს შეუტევს. ნიგერიელებს ერთა თასი 2013 წლის მერე არ მოუგიათ.
პინიკმა ნიგერიულ ყოველდღიურ გაზეთ „დეილი ტრასტს“ უთხრა: „ახალი მწვრთნელისგან უპირველეს ყოვლისა დისციპლინას მოვითხოვთ. გარდა ამისა, ის ტიტულებს მოწყურებული კაცი უნდა იყოს. თუ ახალი მწვრთნელი გამარჯვებას იქნება დახარბებული, მაშინ ჩვენს გუნდში ბევრი რაღაც შეიცვლება და დისციპლინაც დამყარდება.
ასეთ სპეციალისტად დიახაც ჟოზე მოურინიუ მიგვაჩნია. ახლა არ დავიწყებ თავის მოკატუნებას თითქოს ჩვენ მას არ დავკავშირებივართ. ჩვენ მას დიახაც დავუკავშირდით. მას ჩვენი ქვეყნის სპორტის მინისტრიც ელაპარაკა და ამაში ცუდი არაფერია“.
შეგახსენებთ, რომ მოურინიუ „რომას“ უდგას სათავეში. ის იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ იქ საქმე იოლად არ მისდის. 19 ტურის შემდეგ „ჯალოროსი“ 32 ქულით მე-6 ადგილზეა. სერია A-ს ცხრილს კი ლიდერობს „ინტერი“, რომელსაც 46 ქულა აქვს.
იტალიაში მეექვსე პოზიცია კონფერენციის ლიგაზე გასვლას ნიშნავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
