ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებშია, სადაც მთელი წელიწადი არ ყოფილა. „სუპერ არწივებს” აფრიკის თასის ორი შესარჩევი თამაში ელით გვინეა ბისაუსთან, 24 მარტს შინ და 27 მარტს სტუმრად. გულშემატკივრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავდამსხმელს გოლების იმედით შეჰყურებენ, მაგრამ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი თავისი ერის წინაშე სხვა მოვალეობებსაც გრძნობს. მას დიდი პროექტი აქვს ჩაფიქრებული, რომლის ხორცშესხმას სამშობლოდან იწყებს.
ნიგერიულ პრესასთან შეხვედრისას 24 წლის ფორვარდმა თქვა: „მე სადიო მანემ შთამაგონა. ვხედავ რასაც აკეთებს ის სენეგალელი ხალხისთვის და აღფრთოვანებული ვარ. თუმცა, ჩემი პროექტი მისი პროექტისგან განსხვავებული იქნება. მინდა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს მხოლოდ ნიგერიაში კი არა, მთელს აფრიკაში დავეხმარო. მზად ვარ რაც შემიძლია ყველაფერი გავიღო საამისოდ”.
ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ნიგერიის ნაკრების შეკრებაზე, ფეხბურთელების შეხვედრისას არის გადაღებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
