სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, ოღონდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ქართველი ფორვარდის უშუალო მეტოქე მოედანზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ადეტოკუნბო გახლდათ.
„სან ანტონიოსთვის“, უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, „სან ანტონიო“ კი ბოლო ადგილზეა და წარსული დიდების დაბრუნების ცდილობს.
მატჩი ცალფარა გამოდგა და „მილუოკიმ“ დამაჯერებლად 130:94 გაიმარჯვა. სანდრო ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ სათამაშო დრო, სოლიდურად მიიღო –27.45 წუთი.
ახალ გუნდში პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
„სან ანტონიო“ ფლეი ოფში ვეღარ ითმაშებს და სეზონში დარჩენილ 9 მატჩს საკუთარი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს, რაც მამუკელაშვილისთვის ესოდენ საჭიროა და ვინძლო, არც ორმაგმა დუბლმა დაიგვიანოს. მომდევნო მატჩს „სან ანტონიო“ 24 მარტს, სტუმრად, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
