სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, ოღონდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ქართველი ფორვარდის უშუალო მეტოქე მოედანზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ადეტოკუნბო გახლდათ. „სან ანტონიოსთვის“, უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, „სან ანტონიო“ კი ბოლო ადგილზეა და წარსული დიდების...
