ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დიდი სიურპრიზებისთვის ემზადება. ახლა, როდესაც საკლუბო სეზონი ფაქტობრივად დასრულდა, სულ მეტად და მეტად აქტიურდება მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ჭორი თუ მართალი. ბევრი ევროპული კლუბი გაძლიერებას აპირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი „პარი სენ ჟერმენია”. ხოლო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის შეძენაც ბობოლებს სურთ, არის ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევრო უწერია. ნიგერიელისადმი ინტერესი ხსენებულმა პსჟ-მ და „ჩელსიმ” გამოხატეს.
და აი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებს „ნაპოლისგან” ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც გაუვლიათ გულში. როგორც მავანმა გავლენიანმა მაუწყებელმა თქვა, „პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მზად არის ქართველში 100 მილიონი გაიღოს და ჯამში „აძურის” პატრონს აურელიო დე ლაურენტისს 200 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დე ლაურენტისმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
