„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...
ჭდე: გიორგი მოისწრაფიშვილი
ორი თამაში და სიმბოლური
თბილისის „დინამოდან“ ბელგიურ „ბევრენში“ გადასული გიორგი მოისწრაფიშვილი, ვებგვერდმა proximus-მა ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი სტუმრად კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოისწრაფიშვილს საფეხბურთო ვებგვერდმა მაღალი შეფასება დაუწერეს...
მოისწრაფიშვილი ბევერენში…
თბილსის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს და ამ ქვეყნის მეორე ლიგის „ბევერენში“ ითამაშებს – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. გიორგი ბელგიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს. მოისწრაფიშვილმა „დინამოში“ 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ???? // WELKOM OP DE FREETHIEL, GIORGI...
გიორგი ჭიაბრიშვილი: ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით…
„ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს: გიორგი ჭიაბრიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი ეთამაშება, „ასტანა“ ევროტურნირებზე წარმატებით და სტაბილურად თამაშობდა. მათ ჰყავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ....
ჯერ მეოცე, შემდეგ მეცხრამეტე
უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში. „საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა,...
დინამოელებს იტალიელები უყურებენ
თბილისის დინამოელები – ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი „სასუოლოს“ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. რა გასაკვირია, რომ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ ქართველ ტალანტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეთ. იტალიელები წერენ, რომ 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელები „დინამოს“ ეკუთვნიან. „სასუოლო“ მათ შეძენას მომავალი სეზონის წინ გეგმავს. მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც გასულ სეზონში ქართულ ლიგაში 5 გოლი გაიტანა და 7 მატჩი...
ხარაიშვილი – ექვსი წლის შემდეგ
ცოტა უცნაური გამოდგა ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტური. ხუთიდან სამ შეხვედრაში თავიდან ვინც იგებდა, ბოლოს დამარცხდა. ასე იყო „შუქურა“ – „თელავის“ (1:2), „ტორპედო“ – „გაგრასა“ (3:1) და „ბათუმი“ – „სამტრედიას“ (3:2) მატჩებში. „საბურთალოსა“ და „დილას“ შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უგოლოდ დასრულდა. „დინამომ“ კი გორში დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ კერკეტი „სამგურალი“ მაინც გატეხა და 2:0 გაიმარჯვა. დინამოელთა...






