მოისწრაფიშვილი ბევერენში…

Home კატეგორიის გარეშე მოისწრაფიშვილი ბევერენში…
მოისწრაფიშვილი ბევერენში…

თბილსის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს და ამ ქვეყნის მეორე ლიგის „ბევერენში“ ითამაშებს – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

გიორგი ბელგიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს.

მოისწრაფიშვილმა „დინამოში“ 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...