მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა, სეზარ ასპილიკუეტამ, „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო თვისებებზე ისაუბრა.
„კვარაცხელია არის ძალიან სწრაფი და სათამაშო სიტუაციის შეცვლის უნარის მქონე ფეხბურთელი. მას ბევრი ძლიერი თვისება აქვს.
პარასკევის თამაში ჩვენთვის ფინალივითაა, ასე უნდა აღვიქვათ და ყველაფერი გავიღოთ გამარჯვბისთვის.“ – ციტირებს ასპილიკუეტას სიტყვებს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური ტვიტერი.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ორი მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-4 ადგილზეა. თავის მხრივ, სამი თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა და მე-2 პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი პარასკევს, 8 სექტემბერს, თბილისის „დინამოზე“ გაიმართება და 20 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
