ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალების მეორე დღე უფრო სენსაციური გამოდგა. დავიწყოთ ქალებით, სადაც პირველ ნომრად განთესილ და ტურნირს მიღმა დარჩენილ იგა შვიონტეკს, სხვა ფავორიტებიც გაჰყვნენ.მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯესიკა პეგულა თანამემამულე მედისონ კისთან დამარცხდა – 1:6; 3:6, ხოლო მეხუთე ჩოგანი, ტუნისელი ონს ჟაბერი ჩინელ კინვენ ჟენგთან – 2:6; 4:6. საკუთარი მატჩები მოიგეს ჩეხმა მარკეტა ვონდროუშოვამ, ვინაც მასპინძელი პეიტონ სტერნსი (6:7; 6:3; 6:2) დაამარცხა და ბელარუსმა არინა საბალენკამ, რომელმაც რუს დარია კასატკინას (6:1; 6:3) მოუგო.
მეოთხედფინალში კი ურთიერთობას ვონდროუშოვა-კისი და საბალენკა-ვონდროუშოვა გაარკვევენ.
კაცთა შორის ესპანელმა კარლოს ალკარასმა იტალიელ მატეო არნალდის (6:3; 6:3; 6:4) მარტივად აჯობა. სხვა წყვილებშიც ფავორიტებმა იმარჯვეს. ერთია, ზოგს ოთხი სეტი დასჭირდა, ხოლო გერმანელ ალექსანდერ ზვერევს სულაც – ხუთი. ზვერევი-იანიკ სინერი 6:4, 3:6, 6:2, 4:6, 6:3; დანიილ მედვედევი-ალექს დე მინორი 2:6, 6:4, 6:1, 6:2; ანდრეი რუბლიოვი-ჯეკ დრეიპერი 6:3, 3:6, 6:3, 6:4; მეოთხედფინალში ალკარასი ზვერევს ეთამაშება, ხოლო მედვედევი – რუბლიოვს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
