ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...
ჭდე: ლაშა ტალახაძე
რა თქმა უნდა, ლაშა !
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ამაში გასაკვირი არაფერია – 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენებური ყველაფერს იგებს, სადაც კი მონაწილეობს. ასე მოხდა ამჯერადაც. ცოტა კი გვანერვიულა, თუმც მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩათვლით, სოხუმელი ვიქტორ სანეევის მიღწევა გაიმეორა. საჩემპიონო ბედი სამეულში რომ უნდა გადაწყვეტილიყო, თავიდანვე...
ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....
ძალოსნების სამი ლიცენზია
პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად...
გოტფრიდის ვერცხლი ბოლო აღმოჩნდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 27 წლის ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა (+87კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა, მაგრამ საერთო ჯამში ოქროს მაინც ვერ შეწვდა. გოტფრიდმა ატაცში 117 კილოგრამი დააფიქსირა და მცირე ოქრო აიღო, აკვრაში კი, 140 კილოგრამით მეორე იყო და ორჭიდის ჯამშიც (257კგ.) მეორე აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული დიდი...
ოქროს შვიდეული
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!!! საჩხერელმა ძალოსანმა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა. ტალახაძემ ორჭიდის ჯამს ხელთ მცირე ოქროები აკვრასა და ატაცშის გამოაყოლა. ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა: 208; 215 და 220 კგ და უშუალო კონკურენტ ყატარის წარმომადგენელ გორ მინასიანს საგრძნობლად აჯობა – 213. მესამე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი იყო – 212. აკვრაში ტალახაძემ ორი...
მიჩვეული ოქრო ერევანში
ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა. და ვინ ააჟღერებდა თუ არა ლაშა ტალახაძე, რომელმაც მეშვიდედ მოიგო კონტინენტის პირველობა. ატაცში ჩვენებური ფიცარნაგზე ყველაზე ბოლოს გავიდა და 222 კილოგრამით ოქრო მოიპოვა და უახლოეს კონკურენტს ვარაძატ ლალაინს 10 კილოგრამით აჯობა. აკვრაში ლალაიანმა სამი ცდის შემდეგ 250 კილოგრამს მოუყარა თავი, ლაშამ მეორე ცდაზე 252 კილოგრამი ასწია და ევროპირველობა...
ისევ ლაშა…
სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა, 2022 წელი შევაჯამეთ. სპორტული მედიის წარმომადგენლებმა საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დავასახელეთ. მან 156 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველ ნომერ ტატო გრიგალაშვილს (141) მცირედით აჯობა. მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას...
სხვა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლაშასგან ამას მიჩვეული ვართ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ტალახაძეს ამჯერად გაუჭირდა და ტიტულის მოპოვება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. 29 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველ გოლიათს ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც იყო,...
პირველი მედლები ბოგოტადან
კოლუმბიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები ბოლოსწინა დღეს მოიპოვა. 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავდა – გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე. ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი დასძლია, რაც მეექვსე შედეგი იყო, მაგრამ ქართველმა ძალოსანმა აკვრაში იყოჩაღა, სადაც 219 კილოგრამს მოერია და როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი ირგუნა. ლომთაძე ატაცში 166...









