ლაშა ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!!!
საჩხერელმა ძალოსანმა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა.
ტალახაძემ ორჭიდის ჯამს ხელთ მცირე ოქროები აკვრასა და ატაცშის გამოაყოლა. ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა: 208; 215 და 220 კგ და უშუალო კონკურენტ ყატარის წარმომადგენელ გორ მინასიანს საგრძნობლად აჯობა – 213. მესამე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი იყო – 212.
აკვრაში ტალახაძემ ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 245 კგ-იანი შტანგა ასწია, შემდეგ – 253. მესამე ცდაზე ლაშამ 260 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ ოქროს მედალი უკვე განაღდებული ჰქონდა.
ორჭიდში ტალახაძემ 473 კგ-ით მოახერხა პირველობა. ვერცხლი ერგო ვარაზდათ ლალაიანს, რომელმაც ჯამში 460 კგ დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაო გორ მინასიანს (459 კგ).
![492 კილოგრამი ორჭიდში - ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა რეკორდების თანხლებით [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/12/1639746318-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94111-1024x637.jpg)
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
