გოტფრიდის ვერცხლი ბოლო აღმოჩნდა

Home კატეგორიის გარეშე გოტფრიდის ვერცხლი ბოლო აღმოჩნდა
გოტფრიდის ვერცხლი ბოლო აღმოჩნდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 27 წლის ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა (+87კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა, მაგრამ საერთო ჯამში ოქროს მაინც ვერ შეწვდა. გოტფრიდმა ატაცში 117 კილოგრამი დააფიქსირა და მცირე ოქრო აიღო, აკვრაში კი, 140 კილოგრამით მეორე იყო და ორჭიდის ჯამშიც (257კგ.) მეორე აღმოჩნდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ემილი კემპბელმა (263 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი, თურქ ფატმაგულ ჩევიკს (238კგ) ერგო.

შეგახსენებთ, რომ დღევანდლამდე ქართულ დელეგაციას სოფიაში 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული. რამინ შამილიშვილმა (55) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო შოთა მიშველიძემ (61) – ბრინჯაო. ეს იყო ჩვენების ბოლო მედალი ევროპის ჩემპიონატზე, რადგან მთავარი ფავორიტი, ლაშა ტალახაძე (+109) ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. პარიზის ოლიმპიური თამაშები ახლოვდება ლაშამ და მისმა გუნდმა აღარ გარისკეს, ქართველი გოლიათი ხომ ისეც ევროპის 7-გზის ჩემპიონია… ლაშას მუდმივი კონკურენტების სიხარულიც წარმოგვიდგენია, როცა ასპარეზობიდან ტალახაძის მოხსნის ამბავი შეიტყვეს…

შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...