ფრანჩესკო კალცონა: ჩემი გუნდი ყველასთან მოსაგებად ითამაშებს

Home სიახლეები ფრანჩესკო კალცონა: ჩემი გუნდი ყველასთან მოსაგებად ითამაშებს
ფრანჩესკო კალცონა: ჩემი გუნდი ყველასთან მოსაგებად ითამაშებს

Napoli's head coach Francesco Calzona, right, during a training session in Castel Volturno, near Naples, Italy, Feb. 20, 2024. SSC Napoli will face FC Barcelona for a Chamions League, round of sixteen first leg, soccer match on Wednesday, Feb. 21, 2024. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „სტადიო მარადონაზე” პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც მის წარდგინებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დაპირისპირების წინა საუბარიც გამოდგა:

Napoli's head coach Francesco Calzona, second left, during a training session in Castel Volturno, near Naples, Italy, Feb. 20, 2024. SSC Napoli will face FC Barcelona for a Chamions League, round of sixteen first leg, soccer match on Wednesday, Feb. 21, 2024. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)…უპირველეს ყოვლისა მსურს სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას და პირადად მის პრეზიდენტ იან კოვაჩიკს მადლობა ვუთხრა. მათ მომცეს შესაძლებლობა „ნაპოლის” სათავეში ჩავდგომოდი. მინდა აგრეთვე მადლობა ვუთხრა სლოვაკ ხალხს, რომელმაც ჩემ მიმართ დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა. თქვენ გაინტერესებთ „ნაპოლიში” საიდან ვიწყებთ? დღეიდან შევუდგებით გადატვირთვას. ახალ გეზს ავიღებთ. აქ დამხვდა გუნდი, რომელიც მზად არის ჩემთან ერთად იმუშაოს. ბევრი არ გვილაპარაკია, მალევე გავედით სავარჯიშო მოედანზე. ოსიმენმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ხვალ მის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შევაფასებთ…

Napoli-Barcelona, ​​first training session for Calzona: Ngonge's conditions - image 1…მინდა ახლის შესწავლის პროცესი დაჩქარდეს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თავს ვეღარაფრით გავიმართლებთ. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რთულ პერიოდს გადის, „ბარსელონა” ძლიერი გუნდია. მართალია, ჩვენ მისი არ გვეშინია, რადგან „ნაპოლი” ვართ, მაგრამ ვერსად დავემალებით იმ ფაქტს, რომ ამ გუნდში დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ და მათ უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი უდგათ სათავეში. გულშემატკივარს რას ვთხოვთ? ნეაპოლში სპეციფიკური გულშემატკივარია, მაგრამ მინდა მათ მხარდაჭერა ვთხოვო. ჩვენი ამოცანაა ისე ვითამაშოთ, რომ მათ თავიანთი გუნდით იამაყონ. ამიერიდან შედეგიც უნდა გვქონდეს…

…უფრო სარი ვარ თუ სპალეტი? სამ დიდ მწვრთნელთან მქონია ურთიერთობა. მინდა ჩამოთვლილებს ეუსებიო დი ფრანჩესკოც დავამატო. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ იმ ფეხბურთში, რომელსაც მე მივდევ რაღაც წილი ჩემეულიც არის. რაც შეეხებათ სარისა და სპალეტის, ისინი დიდი მწვრთნელები არიან, ოღონდ საწვრთნელ მოედანზე სხვადასხვანაირად მუშაობენ. სპალეტისთან მთელი წელიწადი ვითანამშრომლე და ეს იყო ინტენსიური შრომის წელიწადი…

…ბედნიერი ვარ ნეაპოლში რომ დავბრუნდი. როდესაც ქალაქის გზებზე გამოვედი გულისცემა გამიხშირდა, ადრენალინმა მოიმატა. მართალია დებიუტი ძლიერ გუნდთან მაქვს, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან თავადაც ძლიერი გუნდი მყავს…

…თუ გუნდი ძლიერია, მაშ, მის მექანიზმში რა არ მუშაობს? მეთოდოლოგიაზე არ ვლაპარაკობ, მე ჩემს შეხედულებაზე მოგახსენებთ. ჩემი აზრით „ნაპოლი” ძლიერი გუნდია, რაც მან გასულ სეზონში დაამტკიცა და ეპიზოდურად ამ სეზონშიც აჩვენა. ამის მოწმენი გავხდით შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაშიც…

…„ბარსელონა”? მე ამ გუნდს ვუყურებდი, როგორც სპორტის მოყვარული და არა როგორც მწვრთნელი. რას წარმოვიდგენდი თუ მასთან თამაში მომიწევდა. რთულ შეხვედრას ველი, მაგრამ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემთვის სულერთია ვინ არის მეტოქე, ჩემმა გუნდმა უნდა მოიგოს…

…აურელიო დე ლაურენტისთან ცხოვრებაში არ მქონია ურთიერთობა. კვირამდე ჩემთვის არავის დაურეკავს. საუბრისას პრეზიდენტმა მითხრა, რომ არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო იყო და ჯიქურ მკითხა მჯერა თუ არა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში წინსვლას და სერია A-ს ოთხეულში შესვლას შევძლებთ…

…ვარ თუ არა თანახმა ფრეზე? არა. ჩვენ „ნაპოლი” ვართ, ძლიერი გუნდი. ჩვენ შინ ვთამაშობთ და თამაშამდე ფრეზე ყაბულს ვერაფრით ვიქნები. თუ „ბარსელონა” იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, რომ გვაიძულებს ფრეს დავჯერდეთ, ქუდს მოვიხდი მის წინაშე. ხოლო თუ ჩემი ფეხბურთელები შეხვედრის უმეტესი ხნის განმავლობაში გააკეთებენ იმას, რასაც მე ვთხოვ, მაშინ დავრწმუნდები, რომ მათ ჩემი იდეებისა სჯერათ. მე მათ ვთხოვ თამაშის ორივე ფაზაში გუნდურად იმოქმედონ. ამის დანახვა ჩემთვის საკმარისი იქნება. ვერ შევეგუები იმას, რომ ვინმემ დაცვაში არ იმუშაოს. განლაგება? ზოგადად 4-3-3 მიყვარს, მაგრამ ერთ სქემაზე არ ვარ მიჯაჭვული. კარგად ვიცი, რა პრინციპებზე დააყრდნობით ააგეს ეს „ნაპოლი”…

…ტრაორე 100 პროცენტით არ არის მზად. დღეს ტაქტიკური ვარჯიში გვქონდა. მინდოდა დამენახა ვინ როგორ ფორმაშია, რადგან გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებ, რაც ჩემი თვალით ვნახე. საბოლოო სიტყვას ხვალ დილის ვარჯიშის მიხედვით ვიტყვი…

…კლუბთა მსოფლიოს თასზე გასვლის შესახებ რა გითხრათ. პრეზიდენტს უნდა, რომ მიმდინარე მდგომარეობა გამოვასწოროთ, მაგრამ ჩემზე ზეწოლას არ ცდილობს. ამ თვალსაზრისით ის ტაქტიანად და მშვიდად იქცევა. მე კი ამ გუნდისა მწამს და ვიცი, რომ ბევრი შეხვედრის მოგება შეგვიძლია…

…ძალიან მინდოდა ჰამშიკი „ნაპოლიში” წამომეყვანა, მაგრამ ის სლოვაკეთში მნიშვნელოვან აკადემიას ხელმძღვანელობს. მარეკი კარგი ბიჭია, მარადონასთან ერთად „ნაპოლის” სიმბოლოა, მაგრამ ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვერ იქნება…

…ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ისე, როგორც ეს „ჩელსიში” რობერტო დი მატეომ გააკეთა? გულწრფელად რომ გითხრათ ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა.