ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა.
და ვინ ააჟღერებდა თუ არა ლაშა ტალახაძე, რომელმაც მეშვიდედ მოიგო კონტინენტის პირველობა.
ატაცში ჩვენებური ფიცარნაგზე ყველაზე ბოლოს გავიდა და 222 კილოგრამით ოქრო მოიპოვა და უახლოეს კონკურენტს ვარაძატ ლალაინს 10 კილოგრამით აჯობა.
აკვრაში ლალაიანმა სამი ცდის შემდეგ 250 კილოგრამს მოუყარა თავი, ლაშამ მეორე ცდაზე 252 კილოგრამი ასწია და ევროპირველობა ისე მოიგო მესამე მისვლა აღარ დასჭირდა.
ჯამში ტალახაძემ 474 კილოგრამი ასწია, რაც მის მაქსიმალურ შედეგს ბევრად ჩამორჩება. თუმცა, ოქროსთვის ესეც საკმარისი გამოდგა. ამასთან, მეორე მისვლისას მცირე ტრავმა მიიღო და მესამე ცდა გარისკვადაც არ ღირდა.
ამავე წონაში ბაქარ თურმანიძე ატაცში მეოთხე იყო, აკვრაში მეშვიდე და ჯამში მეხუთე ადგილი ირგუნა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
