ჭდე: სტივ კინი

Home სტივ კინი
საოცარი გაგრა
ჩანაწერი

საოცარი გაგრა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში  გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...

კინი – მწვრთნელიც და დირექტორიც…
ჩანაწერი

კინი – მწვრთნელიც და დირექტორიც…

ქუთაისის „ტორპედომ“ შოტლანდიელ მწვრთნელ სტივ კინთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ ამჯერად შოტლანდიელ სპეციალისტს უფლებამოსილება გაეზარდა და იგი მწვრთნელობასთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერი) ფუნქციებსაც შეითავსებს. ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, შოტლანდიელი სპეციალისტი, საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ...

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
ჩანაწერი

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე

22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...

მე-300, ავტოგოლი
ჩანაწერი

მე-300, ავტოგოლი

„თელავი“ მოყოჩაღდა. მიჯრით მეორე გასვლთი მატჩი მოიგო (წინა „სამტრედიასთან – 2:0). ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ სძლია მინიმალური ანგარიშით. საინტერესოა, რომ მეტოქე მწვრთნელები ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ გიორგი მიქაძე ადრე წყალტუბოურ კლუბს წვრთნიდა და პირიქით გიორგი ჭელიძე – თელავურს. თელაველებს გოლიც სანაქებო გამოუვიდათ. მირიან ჯიქიას თავური ერთობ ეფექტური გამოდგა. კახელებს აშკარად მოუხდათ საზაფხულო პაუზა, რასაც ვერ ვიტყვით...

ორთავჯანი წყალტუბოში
ჩანაწერი

ორთავჯანი წყალტუბოში

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...