რამდენიმე დღის წინ თბილისის „იბერიამ“ კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე მეტოქეები ვინაობა შეიტყო, 29 აგვისტოს კი უეფას ოფიცილურ ვებგვერდზე თამაშების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი ტურნირის ძირითად ეტაპზე გამოსვლას 15 ოქტომბერს ბელგიაში, „სენტ ტრუიდენთან“ სტუმრობით იწყებს და 17 დეკემბერს ჩეხეთში „იაბლონეცთან“ მატჩით ასრულებს, შემდეგ კი 36 გუნდიდან 24 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე განაგრძობს...
ჭდე: კონფერენციის ლიგა
იბერიამ მეტოქეები გაიგო
გაიმართა კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა, სადაც წელს პირველად ითამაშებს თბილისის „იბერია“. წილისყრისას საქართველოს ჩემპიონი მეექვსე კალათაში იყო განთესილი. კონფერენციის ლიგაში თბილისური კლუბი სამ თამშს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სამს კი, სტუმრად. მატჩები საკუთარ მოედანზე ცრვენა ზვეზდა (სერბეთი); ხეტაფე (ესპანეთი); მიალბი (შვედეთი); მატჩები სტუმრად: კოპენჰაგენი (დანია); სენტ-ტრუიდენი (ბელგია); იაბლონეცი (ჩეხეთი);
არის კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპი!!! ვიბრძვით ევროპის ლიგისთვის…
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნის“ ბარიერი დაძლია და კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა, ამასთან საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და რანგით მეორე ევროტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრადაც განაგრძობს ბრძოლას. „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ლარნი“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ევროპული საკლუბო ფეხბურთი დააბრუნა. ანგარიში...
ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინა. ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან თბილისის „დინამო“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ – განუთესავი. წილისყრის შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება, „დინამოს“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება, „დილა“ კი სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება. „დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი მასპინძლის რანგში...
მსაჯმა დიჯეის წითელი ამოუღო
ხუთშაბათ საღამოს კონფერენციის ლიგის შეხვედრაში სტადიონის გამომცხადებელს წითელი ბარათი ამოუღეს. ერთმანეთს ხვდებოდნენ რუმინული „უნივერსიტატია’’ და თურქული „ბაშაკშეჰირი’’. შეხვედრის ბოლოს ჩხუბი ატყდა. მოედნის კიდესთან მწვრთნელებმა და სათადარიგო შემადგენლობებმა შეუტიეს ერთმანეთს. მსაჯმა როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე ორივე გუნდის წარმომადგენლებს წითელი ბარათები ამოუღო, მაგრამ რაც მერე მოხდა ძალიან უცნაური იყო: რეფერიმ მოედნიდან კრაიოვას სტადიონის გამომცხადებელი გააძევა. როგორც...
ქართული კლუბების სამარცხვინო ივლისი…
წაგება ვიწრო წრეში სპაერი – აუსტრია 0:5 საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „სპაერი“ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვენის „აუსტრიასთან“ საკუთარ მოედანზე 0:5 დამარცხდა. თბილისური კლუბის ქომაგებმა მიხეილ მესხი 2-ის სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე ვერ გაავსეს – ავსტრილებმა ამ მხრივაც აჯობეს ქართველებს – სტუმართა გულშემატკივრები გაცილებით უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. სტუმრებმა საქმე პირველი...
ჩემპიონი სახლში წავიდა…
საქართველოს ჩემპიონმა ივლისში დაწყებული ევროტურნირები ივლისშივე დაასრულა – თბილისის „იბერიამ“ ესტონური „ლევადიას“ ბარიერი ვერ დაძლია და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენციის ლიგასაც დაემშვიდობა. თბილისელები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს იმედიც გაჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასწყისშივე ესტონელებმა ანგარიში გაათანებრეს. საქართველოს ჩემპიონმა მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც „ლევადიამ“ გადამწყვეტი...
ფრე შიმკენტში, მოგება გორში…
ქართულმა გუნდებმა კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაოზე წარმატებით ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 10 ფეხბურთელით დაჩენილმა ქუთაისის „ტორპედომ“ შიმკენტში „ორდაბასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და მომდევნ ეტაპზე, 24 ივლისს სტუმრად კვიპროსში „ომონიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ ანგარიში პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილის მიერ გატანილი ბურთით გახსხა, შიმკენტელბმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის...
როკენCole მუდრიკის გარეშე
„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...
გოჩოლეიშვილი მერვედფინალშია
კონფერენციის ლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა’’ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან’’ პირველი თამაშის ჩამორჩენა (1:2) გამოასწორა, ორმატჩიანი დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა და საბოლოოდ 3:1 (ორი შეხვედრის ჯამში 4:3) მოიგო. „ჰაიდენჰაიმი’’ შავ დღეშია. შინ ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში 8 მარცხი იწვნია. „კოპენჰაგენი’’ კი მერვედფინალში გავიდა, სადაც „ვიტორია გიმარაეშს’’ ან „ჩელსის’’ შეხვდება. Flashscore-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში ერთნაირად 6.9 ქულით შეაფასა....









