ჭდე: კონფერენციის ლიგა

Home კონფერენციის ლიგა
კონტემ ტოტენჰემს პირობები დაუთქვა
ჩანაწერი

კონტემ ტოტენჰემს პირობები დაუთქვა

წარსულში „ინტერის“, „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ ის პირობები გააჟღერა, რომელთა სანაცვლოდაც ლონდონურ „ტოტენჰემში“ მუშაობას დათანხმდება: 3-წლიანი კონტრაქტი წლიურად 15 მილიონი ევრო ხელფასით და 3-4 ტოპ-ტრანსფერი ზამთრის პაუზისას. მედიაში ისიც ითქვა, კონტეს „მანჩესტერი“ უფრო ესიმპათიურება და სულშერის მოხსნას ელისო, მაგრამ არ ხსნიან და რა ექნა?! ამ წუთისთვის „ტოტენჰემი“ 10 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე,...

ჟოზემ ლოცვები გააძლიერა
ჩანაწერი

ჟოზემ ლოცვები გააძლიერა

ჟოზე მოურინიუ გახელდა. მისმა „რომამ“ ნორვეგიაში „ბოდო/გლიმტთან“ 1:6 წააგო. ეს კონფერენციის ლიგაზე მოხდა. „ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები სწორად ვერ შევაფასე“, — თქვა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელსაც ასეთი მწარე მარცხი არასდროს უწვნევია. ეს იყო 1008 მატჩიან კარიარაში პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა გუნდმა ექვსი გოლი გაუშვა. მართალია, პორტუგალიელმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ ამ მასშტაბის კატასტროფას არ ელოდა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე...

ძაღლების და ღორების ან იხვების ლიგა
ჩანაწერი

ძაღლების და ღორების ან იხვების ლიგა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი ო’ჰარამ უეფას კონფერენციის ლიგას უწოდა შეჯიბრება, სადაც ძაღლი და ღორია შეყრილი (იმ განსხვავებით, რომ ინგლისელები ღორის ნაცვლად იხვებს ამბობენ), რითაც პორტუგალიაში, „პასუშ დე ფერეირასთან“ 0:1 მარცხს პირი მობანა. „სფურზმა“ „პასუშ დე ფერეირასთან“ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. ჯერ ერთი ლონდონელებმა მეორე შემადგენლობით ითამაშეს და მეორეც, 26 აგვისტოს...

ქართული ოთხში ერთი
ჩანაწერი

ქართული ოთხში ერთი

ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,...

უეფამ სტუმარს გოლი წაართვა
ჩანაწერი

უეფამ სტუმარს გოლი წაართვა

უეფამ ჯერ კიდევ 56 წლის წინ, 1965 წელს დაადგინა წესი, რომლის მიხედვით, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა. ანუ, თუ ფლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანდა. ამ წესს ბოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როგორც ჩანს, უეფამაც შეატყო დისკომფორტი და 2021-2022 წლის უეფას ეგიდით გამართულ...

გამართლებული წილისყრა
ჩანაწერი

გამართლებული წილისყრა

უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა. ახალ ტურნირში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო”, „დილა” და „გაგრა”. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ მათი მეტოქეები გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ახალ ტურნირზე ქართულ გუნდებს მეტნაკლებად გაუმართლა. დიდი შანსი იყო, ჩვენებს უფრო ძლიერი გუნდები დაჯახებოდათ. საქართველოს...