დღეს, UEFA-ს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებია. საქართველოდან ორი გუნდი შემოგვრჩა – ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ დედაქალაქელებს აქვთ. „საბურთალომ“ შინ 1:0 მოუგო რუმინულ „სტიაუას“ და დღეს ესტუმრება. ექსპერტები ლაშა ნოზაძის გუნდის შანსს მცირედით აფასებენ, მაგრამ არც მეტოქეს ულხინს. გუნდმა სულ ახლახან მწვრთნელი შეცვალა, ნიკოლაე დიკამ კი, გუნდთან ერთად...
ჭდე: კონფერენციის ლიგა
რეპლიკა ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით
ახლა ბათუმის „დინამოს” გაწიწმატებული კრიტიკა რომ დავიწყო, მართალი არ ვიქნები. არ ვიქნები იმიტომ, რომ „სლოვანთან” პირველი თამაშის შემდეგ მე მათ ვაქებდი. არც მეორე შეხვედრის შემდეგ დამიკლია კეთილი სიტყვა და გამხნევება: გამოუცდელობის ბრალია, რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე და ა.შ. გამოუცდელობის ბრალი ნამდვილად არის. ისიც, რაც „სლოვანთან” მოხდა და ისიც, „ლეხთან” სათამაშოდ გუნდი სლოვაკურ „პახმელიაზე” რომ...
თუ…
გუშინ უეფას შტაბ-ბინაში ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. დღეს კი, გუნდებმა უკვე ის გაარკვიეს, თუ ვინ შეხვდებათ მეორე ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაში „ბათუმისა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უმჯობესი იქნება. დამარცხებული ავტომატურად ევროპის ლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ხოლო თუ „ბათუმი“ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა კონფერენციის ლიგაში...
ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ
ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008...
ერთმანეთს მუშტით დაერივნენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” სამარცხვინო სეზონის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ასეთია: ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ორი ფეხბურთელი ფიზიკურად შეება ერთმანეთს. ეს ამბავი „სანმა” შეიტყო ექსკლუზიურად. ჩხუბი ხუთშაბათს, ვარჯიშის მიწურულს მოხდა. ატეხილები გააშველეს. წვრთნა ამით დასრულდა. ფეხბურთელები გასახდელებში დაბრუნდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვით ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც თანაგუნდელებთან ღრენითა და კამათით არიან ცნობილები, პირდაღებულები უყურებდნენ იმას რაც მათ წინ ხდებოდა....
რომში ბედნიერი
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიძნელეების მიუხედავად, კლუბში მუშაობას გაისადაც გააგრძელებს. „მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვეცდებით. როცა ხედავ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი,“ ხვდები, რომ ცხრილში პირველი სამი ადგილი უკვე დაკავებულია. რჩება ერთი – მეოთხე ადგილი. წლეულს ის „ნაპოლიმ“ დაიკავა, გაისად კი შევეცდებით ისინი ჩვენ ჩავანაცვლოთ. ზოგიერთი მწვრთნელის...
ბავშვებს რას ერჩი, დევიდ?
„ვესტ ჰემის” მწვრთნელ დევიდ მოიესს ბოდიშის მოხდა მოუწია. მან ფრანკფურტში „აუტჩიკს” ბურთი დაუმიზნა, მისკენ ფეხით დაარტყა, რისთვისაც მსაჯმა გააძევა. ეს მოხდა ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში. გერმანულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა. ფრანკფურტელებს ლონდონშიც მოგებული ჰქონდათ 2:1. „ჩაქუჩების” კარში გოლი 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სანტოს ბორემ 25-ე წუთზე გაიტანა. 18 მაისს, სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება ფინალი,...
მოურინიუ ცრემლად დაიღვარა
31 წელია რაც „რომა” ევროთასის ფინალში არ გასულა და აი, „ჯალოროსის” კონფერენციის ლიგის მოგებამდე ხელის გაწვდენაღა დარჩა. იტალიის დედაქალაქის გუნდმა ეს ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით შეძლო. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოჭარბებულ გრძნობებს ვეღარ გაუძლო და იტირა. ნახევარფინალში „რომას” „ლესტერ სიტის” ბარიერი ჰქონდა გადასალახი. დაპირისპირების ბედი ტამი აბრაჰამის მიერ მე-11 წუთზე გატანილმა თავურმა გოლმა გადაწყვიტა. ამრიგად, ახალი დაარსებული თასის...
გზა სევილიისკენ, გზა ტირანასკენ
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა. ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს… ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს. აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“...
სრული საგიჟეთი
Covid 19-ის მიერ დარბეულ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ ორი თამაში გადაუდეს და ახლა კოშმარული კალენდარი ელის. ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელს ანტონიო კონტეს სერიოზული მუშაობა მოუწევს გუნდს ეს პერიოდი კარგად რომ გაატარებინოს. ხუთშაბათ საღამოს „დეზებს“ კონფერენციათა ლიგის მატჩი გადაუდეს ფრანგულ „რენთან“. ამას პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ საკვირაო შეხვედრის გაუქმებაც მოჰყვა. მაგრამ, ბედი „ტოტენჰემს“ როგორც ჩანს დასცინის. გეგონება მიზეზად კორონა არ ეყოფოდა, კონტეს...









