ახლა ბათუმის „დინამოს” გაწიწმატებული კრიტიკა რომ დავიწყო, მართალი არ ვიქნები. არ ვიქნები იმიტომ, რომ „სლოვანთან” პირველი თამაშის შემდეგ მე მათ ვაქებდი. არც მეორე შეხვედრის შემდეგ დამიკლია კეთილი სიტყვა და გამხნევება: გამოუცდელობის ბრალია, რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე და ა.შ.
გამოუცდელობის ბრალი ნამდვილად არის. ისიც, რაც „სლოვანთან” მოხდა და ისიც, „ლეხთან” სათამაშოდ გუნდი სლოვაკურ „პახმელიაზე” რომ გავიდა, გამოუცდელობა იყო და სხვა არაფერი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბათუმის „დინამომ” წინა თამაში გააგრძელა. იქიდან განაგრძო, სადაც იმ დღეს შეწყვიტა. არადა, ეს ახალი დღე იყო, ახალი მეტოქე, ახალი ისტორია.
და კიდევ, ერთი რამ ვერ გავიგე. კონტრშეტევაზე რომ გვეთამაშა რა დაშავდებოდა? რომელი მესის დროინდელი „ბარსელონა” ბათუმის „დინამოა”, უკნიდან თამაში რომ არ იკადროს? კადრებაზეც არ არის, ბურთის გათამაშება და ინიციატივის ხელში აღება რთული საქმეა და ელიგაში რომ გამოგდის ბევრს არაფერს ნიშნავს. ვკითხულობ, განა ვბრაზდები. ხომ არ ჯობდა ზურგი მეტოქეს მოეშიშვლებინა?
ოდესღაც, ერთმა ქართველმა მწვრთნელმა გუნდი საერთაშორისო ტურნირზე ჩაიყვანა და პირველივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდა. მგონი იმავე დღეს ეს გუნდები სასადილოში მოხვდნენ ერთად. სუფრასთან ჩვენმა მწვრთნელმა მათ მწვრთნელს უამბო, თუ რა ცუდ დღეში იყო საქართველო, არ იყო სინათლე, გაზი, პურზე რიგები იდგა… ფეხბურთელებს კვება აკლიათო. ეს რომ მოისმინა მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კოლეგას გაკვირვებული სახით შეჰხედა და ჰკითხა: – თუ ასეთ დღეში იყავით, პირველივე წუთიდან მთელს მოედანზე პრესინგი რატომ გვეთამაშეთო.
ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ახლა, საპასუხო შეხვედრაში, გვინდა თუ არა, შეტევა მოგვიწევს.
წარმატებები ბათუმის „დინამოს”!

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
