„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიძნელეების მიუხედავად, კლუბში მუშაობას გაისადაც გააგრძელებს.
„მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვეცდებით. როცა ხედავ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი,“ ხვდები, რომ ცხრილში პირველი სამი ადგილი უკვე დაკავებულია. რჩება ერთი – მეოთხე ადგილი. წლეულს ის „ნაპოლიმ“ დაიკავა, გაისად კი შევეცდებით ისინი ჩვენ ჩავანაცვლოთ.
ზოგიერთი მწვრთნელის მსგავსად, არ მაქვს ბედნიერება, ვინც მომესურვება, შევიძინო. ამიტომ გუნდში უნდა მოვძებნოთ ცვლილებების და განვითარების რესურსი.
კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და წყნარად ვარ. გაისადაც სიამოვნებით ვიმუშავებ „რომაში“, – დასძენს პორტუგალიელი სეციალისტი.
ამჟამად „რომა“ სერია A-ს ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გასულ კვირას კი უეფას კონფერენციის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 25 მაისს ნიდერლადურ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება ტირანაში.
ამისდაკვალად, მოურინიუ პირველი მწვრთნელი გახდა, ვისაც გუნდები სამივე ევროთასის (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ახლა უკვე კონფერენციის ლიგა) ფინალში გაუყვანია. ამით მან თავისი მეტსახელი – „განსაკუთრებული“ გაამართლა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
