სიტის ლიდერები უნდა, პეპს – არა

Home აქეთურ-იქითური სიტის ლიდერები უნდა, პეპს – არა
სიტის ლიდერები უნდა, პეპს – არა
Pep Guardiola takes sarcastic swipe at Patrice Evra over comments about his  players- Pundit Arena„მანჩესტერ იუნაიტედის“, „იუვენტუსის“, „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ საინტერესო რამ თქვა. თუ რა უშლის ხელს „მანჩესტერ სიტის“ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს…
„გუნდს ლიდერები სჭირდება, აი, პეპ გვარდიოლას კი ისინი არ უნდა. გვარდიოლას არ სჭირდება ინდივიდუალისტები, რადგან უნდა რომ მხოლოდ თავად იყოს ლიდერი. არ სურს, რომ ვინმემ ავტორიტეტი დაუჩრდილოს.
… ამიტომაც ხდება, რომ „სიტის“ როცა უჭირს, ლიდერობას ვერავინ იღებს საკუთარ თავზე. იწყება პრობლემები. გვარდიოლა ასე აკეთებდა „ბარსელონაშიც“. ვერ იტანს ძალიან ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელებთან მუშაობას“.
გარკვეულწილად, ალბათ არის კიდეც სიმართლე. ისიც გავითვალისწინოთ, რომ შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში და წლეულს, „რეალთან“ ნახევარფინალშიც ფიასკო მაშინ დაეწყო, როცა კევინ დე ბრუინი მოედანზე აღარ იყო.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.