ხუთშაბათ საღამოს კონფერენციის ლიგის შეხვედრაში სტადიონის გამომცხადებელს წითელი ბარათი ამოუღეს. ერთმანეთს ხვდებოდნენ რუმინული „უნივერსიტატია’’ და თურქული „ბაშაკშეჰირი’’. შეხვედრის ბოლოს ჩხუბი ატყდა.
მოედნის კიდესთან მწვრთნელებმა და სათადარიგო შემადგენლობებმა შეუტიეს ერთმანეთს. მსაჯმა როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე ორივე გუნდის წარმომადგენლებს წითელი ბარათები ამოუღო, მაგრამ რაც მერე მოხდა ძალიან უცნაური იყო: რეფერიმ მოედნიდან კრაიოვას სტადიონის გამომცხადებელი გააძევა. როგორც ამბობენ გაძევების მომენტში ის ჯერ კიდევ „უნივერსიტატიას’’ მესამე გოლს (3:1) ზეიმობდა.
დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რატომ გააძევა მსაჯმა დიჯეი. ინგლისურმა „სანმა’’ ამ კითხვით უეფას მიმართა. პასუხი ჯერ არ მიუღია.
აგვისტოს მიწურული თურქული კლუბებისთვის უიღბლო გამოდგა. ბოლო ორ დღეში შეჯიბრებას გამოეთიშნენ „ფენერბაჰჩე’’, „ბეშიქთაში’’ და ხსენებული „ბაშაკშეჰირი’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
