უახლოესი სანაკრებო მატჩების წინ ვილი სანიოლმა ტრადიციული, შეკრებისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ცალკეულ ფეხბურთელებზე, ტაქტიკასა და უახლოეს მეტოქე თურქეთის ნაკრებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყის ორ მატჩს ჩვენები ეროვნულ სტადიონზე გამართავენ. საქართველო 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, 7-ში – ბულგარეთს.
„თავიდან ნიკა კვეკვესკირის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურები საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე. ამით ცხოვრების გარკვეული ეტაპი მთავრდება. ვულოცავ ნიკას წარმატებულ კარიერას. არ დამავიყდება საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი რომ გაიტანა. მასთან მეც და გულშემატკივრებიც ვალში ვართ. ახლა ის ნაკრების მწვრთნელთა ჯგუფში შემოგვიერთდება…
… თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს პოტენციალი, დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. სექტემბერში რთულია თამაში, სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წარმატებით ვითამაშებთ…
… ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელემა დავალება შეასრულოს. ტაქტიკური სქემაზე ვიფიქრებთ და საუკეთესო ვარიანტს შევარცევთ. ამაზეა დამოკიდებული დაცვის სისტემასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ…
… ნაკრებში მოსვლის შემდეგ ვცდილობდი, გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაციას. გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე საინტერესო ფეხბურთელები არიან, ისევე, როგორც გიორგი კვერნაძე და ნიკა გაგნიძე. თაობათა ცვლა ბუნებრივი პროცესია…
… ამ ეტაპზე დავითაშვილის ტრავმაზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩაკვეტაძე აპრილიდან ვერ გვეხმარება. ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმავეს ვიტყვი ლაშა დვალზე. უნდა შევეცადოთ, შედეგს სხვა ფეხბურთელების დახმარებით მივაღწიოთ.
… მეკარეებშიც რთული მდგომარეობაა – არც მამარდაშვილი თამაშობს თავის გუნდში და არც გუგეშაშვილი. შესაძლოა, უთამაშებლობა მცველისთვის ისეთი პრობლემური არ იყოს, როგორც მეკარისთვის. მათთვის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
