საფრანგეთში ტოპ 14-ის მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც სატურნირო ცხრილში არცთუ გრანდები – „პო“ და „ლიონი“ გალიდერდნენ, სადაც ქართველები სოლიდურ როლებზე არიან. იმავდროულად, პრო დ2-ში მე-3 ტური შედგა და იქ კი ერთპიროვნული ლიდერი „ოიონაქსი“ გახლავთ, რომლის მგეზავმა ლუკა მატკავამ მორიგი სპექტაკლი დადგა. ტოპ 14 ამ ჯერზე „პოს“ კაპიტანი ბექა გორგაძე თამაშში მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე...
ჭდე: დავით ნინიაშვილი
პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის მატჩი სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვებაც იზეიმა – 33:12. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავეს, რადგანაც მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს, თუმცა, ერთი კვირის წინ, ურუგვაელებთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაში ბევრად პრაგმატული, რაციონალური, მწყობრი და შეიძლება ითქვას...
სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად
შაბათს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩილეს ცნობილ ატლანტიკისპირა კურორტ ვინია დელ მარის სარაგბო სტადიონზე დაიწყება სამოას და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი. ეს იქნება ახალდაწყებული „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნები ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტევიდეოში, კვლავაც ფავორიტის როლს მოირგებენ. ჯერ ერთი – საქართველო რეიტინგში სამოაზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას,...
ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი მატჩი მოიგო – მონტევიდეოში მასპინძელ ურუგვაის 41:34 სძლია და ბონუსის ჩათვლით, სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა. ეს იყო ბორჯღალოსნების დებიუტი ახალ ტურნირში, ნაკრების სათავეში სადებიუტო მატჩი ფრანგმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ჩაატარა, ხოლო „შავი ლომის“ გარემარბმა რომა მახათაძემ პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. სიახლე კიდევ ის იყო, რომ დავით ნინიაშვილმა...
მხოლოდ გოგიჩაშვილი
ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ...
წინ მადრიდი და ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო...
ვიდრე ნაკრებში წავიდოდნენ…
საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და...
ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ – ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად ივერდონსა და ამსტერდამში გაიმართება, ხოლო 21-ში „ავჭალაზე“? ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ. გამოძახებულთა შორის უამრავი ახალი სახეა....
პლეი-ოფი დაიგეგმა
EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი...
ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე
სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს. ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო...









