გასული უქმეები ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. ეს ინდივიდუალური კუთხით, თორემ გუნდური თვალსაზრისით ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წარმატებული დღეები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავარ ლიგა ტოპ 14-ში ერთბაშად სამმა ქართველმა 80-ივე წუთი ითამაშა, თანაც სამივე მათგანი ახალი თაობის ბორჯღალოსანია და ეს ფაქტი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თორნიკე ჯალაღონიამ პირველად ითამაშა „ბიარიცში“ თავის ძირითად, 8 ნომრის პოზიციაზე...
ჭდე: დავით ნინიაშვილი
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
თასი ჩვენია!
18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა დავით ნინიაშვილმა საოცარი რაგბი ითამაშა და საქართველოს ნაკრების თელავური გამარჯვება გაალამაზა. 48:15 – ასეთია საბოლოო ანგარიში მატჩისა, რომლის პირველი ნახევარი 15:8 მორჩა. ქართველებმა ვერ დააფასეს სათანადოდ ნიდერლანდელთა გუნდი და სტუმრებს ტაიმის ბოლო წამებზე ლელო რომ გარდაესახათ, ანგარიში შესაძლოა სულაც საყაიმო ყოფილიყო. გასახდელში ლევან მაისაშვილმა ბიჭები ეტყობა მაგრად შეაფუცხუნა და შესვენების შემდეგ...
ნინიაშვილიც ლიონშია!
დავით ნინიაშვილი ბექა საღინაძის კვალს გაჰყვა და კარიერას ისიც ტოპ-14-ის „ლიონში“ გააგრძელებს! 18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა ლიონური კლუბის დამრიგებლის პიერ მინიონის ყურადღების ცენტრში თავისი სანაკრებო დებიუტისთანავე აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მას მერე ლიონელები ყურადღებით აკვირდებოდნენ. დავითმა საფრანგეთის მთავარი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...
რუსეთი საქართველოსგან ძალიან შორსაა
ესეც ასე! „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის გასვლითი ნაწილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაჟორული აკორდით დააგვირგვინა – რუსეთს რუსეთშივე 23:6 მოუგო, თან სამი უპასუხო ლელო დაუდო და შედეგად ბონუს-ქულაც მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, რადგან წინ თბილისში რუმინეთთან და ბელგია-ნიდერლანდებს შორის უძლიერესთან შეხვედრებიღა რჩება. რუსებს რომ ყველგან მოვუგებდით,...
მადრიდში, ლომების მოსათვინიერებლად
„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა. თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ. ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს. ჩვენს ნაკრებში...
როდის შერცხვებათ რუსებს ჩამოსვლა…
ლევან მაისაშვილმა 36-კაციან გაფართოებულ რაზმში 10 ახალბედა კი მოიწვია, რაც შევუქეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო სარუსეთო განაცხადში მხოლოდ ერთი შეიყვანა. მაინც რუსეთია, რომელთანაც გამარჯვებათა სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! გამარჯვებათა სერიაო, ვახსენეთ და განვმარტავთ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ უკლებლივ ყველა ჯახი ჩვენებურთა გამარჯვებით მთავრდება. და რა იყო მანამდე? რუსებისთვის სანუგეშო არც არაფერი. 2002-ში თბილისში...
მეხუთე …
კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც… საინტერესო პარალელი...







