ჭდე: ჟირონა

Home ჟირონა
მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
ჩანაწერი

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ...

ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო
ჩანაწერი

ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ სტუმრად „ჟირონასთან’’ 1:1 ითამაშა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურებს’’ მშობლიური „მესტალიას’’ გარდა სხვა სტადიონზე არ მოუგიათ: 7 ფრე და 7 მარცხი. ვალენსიელები მართალია „წითელ’’ ზონაში აღარ არიან, მაგრამ შორსაც არ წასულან ― მე-18 ადგილს 1 ქულით უსწრებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი,...

ვალენსიას პირველი გამარჯვება 12 ნავსიანი შეხვედრის შემდეგ
ჩანაწერი

ვალენსიას პირველი გამარჯვება 12 ნავსიანი შეხვედრის შემდეგ

„ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო — „მესტალიაზე” „ჟირონა” დაამარცხა 2:0. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. „დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონი ცუდად დავიწყეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწია შეხვედრა. ახლა ასე უნდა განვაგრძოთ და შემდეგ ტურში „ოსასუნა” დავამარცხოთ. დღეს იყო პირველი გამარჯვება „მესტალიაზე”, რაც ძალიან დაგვეხმარება. შინ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, სხვა გუნდი ვართ. მომავალში სტუმრადაც ასევე უნდა...

ამჯერად ნაპოლიმ ვერ ივარგა
ჩანაწერი

ამჯერად ნაპოლიმ ვერ ივარგა

„ნაპოლიმ” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა – 0:2. ეს მოხდა კასტელ დი სანგროში, ამხანაგურ შეხვედრაში ესპანური „ჟირონას” წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. კონტემ მოედანზე იგივე თერთმეტეული გაიყვანა, რომელსაც წინა მატჩში ფრანგულ „ბრესტთან” დაეყრდნო, მაგრამ ამჯერად იმედი გაუცრუვდა. „ჟირონამ” თამაში მძლავრად დაიწყო და „აძურის” დაცვა იმთავითვე წნეხის ქვეშ მოაქცია. 23-ე წუთზე მეკარე ალექს მერეტის...

ნაპოლის სამიზნე ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირია
ჩანაწერი

ნაპოლის სამიზნე ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირია

სეზონში 24 გოლი მესისა და რონალდუს საუკეთესო შედეგებისგან შორს არის, მაგრამ ესპანეთის 2023-24 წლების პიჩიჩის ანუ სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, 27 წლის უკრაინელ არტიომ დოვბიკს ფასს ნამდვილად უწევს. აგერ, „ჟირონას” თავდამსხმელის შეძენა „ნაპოლისაც” მოუნდა. მოგეხსენებათ, „აძური” ამ ზაფხულს ნიგერიელ ვიქტორ ოსიმენს უნდა გამოემშვიდობოს და მისი მემკვიდრის ძიებაშია. საინტერესოა, რომ დოვბიკმა პიჩიჩის წოდება წუხელ, ლა ლიგის ბოლო...

ვალენსიას გულშემატკივრებმა კი ერთმანეთში იჩხუბეს
ჩანაწერი

ვალენსიას გულშემატკივრებმა კი ერთმანეთში იჩხუბეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” შინ 1:3 წააგო. მასპინძელთა დაცვა მთელი შეხვედრის განმავლობაში უხეშად ცდებოდა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კარი. ზოგადად „ვალენსიელებს” ეტყობოდათ, რომ მას მერე, რაც ევროთასებზე გასვლის შანსი დაკარგეს, ნირი წაუხდათ. ეს ეტყობოდა გულშემატკივარსაც — კარსუკანა ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან ცარიელი იყო. მათ სტადიონის გარეთ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. შეხვედრის დამთავრების...

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…
ჩანაწერი

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…

ესპანური პრიმერას 21-ე ტურში „ჟირონამ“ „სევილია“ 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში უდგას. „ჟირონას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამისათვის მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა… შედეგად ის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში რეალელ ჯუდ ბელინგემთან ერთად 14 გოლით გალიდერდა. დოვბიკმა ერთპიროვნულად პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატის გოლი+პასის სისტემით საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში. მას გოლი+პასის სისტემაში...

ბარახას პირველად მოუტრიალეს
ჩანაწერი

ბარახას პირველად მოუტრიალეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” 1:2 წააგო. ქართველ მეკარეს ვერავინ დაემდურება, მან თავისი წილი კარგად ითამაშა, რამდენიმე ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი, მთლიანობაში კი გუნდს ხარისხიან ფეხბურთამდე ბევრი აკლია. როგორც გაირკვა ეს იყო 2023 წლის თებერვლის ანუ მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დანიშვნის შემდეგ პირველი თამაში, როდესაც „ღამურებმა” ანგარიში გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს. აქამდე მეტოქემ დაწინაურებულ „ვალენსიას”...

ნაპოლის უფერული ამხანაგური
ჩანაწერი

ნაპოლის უფერული ამხანაგური

„ნაპოლიმ” „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა, ძირითადი დრო 1:1 დაასრულა, შემდეგ კი პენალტებში 4:2 მოიგო. თერთმეტმეტრიანებში თავი მეკარე ალექს მერეტმა გამოიჩინა, რომელიც ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა მოედანზე. რატომ ათამაშა რუდი გარსიამ გუნდი მეტხანს მეორე შემადგენლობით, მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. შესაძლოა ფრანგმა მარქაფის ხალხი გამოცადა ან ის შეამოწმა, პირველი შემადგენლობა...

კვარა დაშავდა
ჩანაწერი

კვარა დაშავდა

„ნაპოლისა” და ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ამბავია: კასტელ დი სანგროში იტალიის ჩემპიონისა და ესპანური „ჟირონას” შეხვედრის (1:1) ბოლო წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლი იტკინა. მან სტადიონი შეხვეული ფეხით დატოვა. როგორც „სქაი სპორტმა” თქვა, სავარაუდოდ საქმე გვაქვს მყესების გაჭიმვასთან. დღეს ექიმები ქართველ გარემარბს გულდასმით გასინჯავენ. არის საშიშროება, რომ საქმე უბრალო ტკენასთან არ გვაქვს და ხვიჩა სამკურნალოა. ერთი უეჭველია, რომ...