AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’.
„ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ უთამაშია, რამაც სავარაუდოდ მათ ფორმაზე ცუდად იმოქმედა.
„ვილიარეალი’’ 30 ტურის შემდეგ 58 ქულით მესამე ადგილზეა. ის ერთი ქულით უსწრებს მეოთხე ადგილზე მყოფ „ატლეტიკოს’’, მეხუთეადგილოსან ბეტისს კი 13 ქულით აღემატება. მიქაუტაძის გუნდი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ პოზიციას არ დაკარგავს, მაგრამ ვერც მეორე პოზიციაზე იოცნებებს, რადგან „რეალს’’ 11 ქულით ჩამორჩება. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ ბოლო შვიდი მატჩიდან ოთხი წააგო.
„დღევანდელი შეხვედრის ანალიზი ძალიან იოლია: პირველი ტაიმი შესაძლებლობებზე გაცილებით ცუდად ჩავატარეთ. შესვენების მერე მოწინააღმდეგემ თავის ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა მოგვცა. მთელი მატჩი ისე რომ ჩაგვეტარებინა, როგორც მეორე ტაიმი, გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა’’, – თქვა მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ.
მიქაუტაძის თამაში სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.1; sofascore – 6.5; whoscored – 6.1; fotmob – 6.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
