ჭდე: ჟირონა

Home ჟირონა
დაუჯერებელი მოგერიებები მამარდაშვილის ყოველდღიურობად იქცა
ჩანაწერი

დაუჯერებელი მოგერიებები მამარდაშვილის ყოველდღიურობად იქცა

„ვალენსიამ” ისევ წააგო. ამჯერად მას „ჟირონამ” აჯობა – 1:0. ვფიქრობთ, ის, რაც ერთ დროს გამორჩეულ კლუბში ხდება, ერთ აბზაცში ძალიან კარგად აღწერა superdeporte-მ და ჩვენ ამ აბზაცის თარგმანს გთავაზობთ: „ვალენსია” თავჩახრილი განაგრძობს სიარულს. „ჟირონასთან” დამსახურებულმა დამარცხებამ მას ჯოჯოხეთთა შორის უარესში გაუხანგრძლივა თავისუფალი ვარდნა. „ჟირონამ” ვოროს გუნდს ცხრილში გადაასწრო. პიტერ ლიმის გაპარტახებული კლუბი აღარაფერზე არ რეაგირებს....

მამარდამ მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

მამარდამ მოგებით დაიწყო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგის ახალი სეზონი „ჟირონასთან” 1:0 გამარჯვებით დაიწყო. ამ თამაშის შესახებ უპირველეს ყოვლისა ის ვთქვათ, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: მამარდას მთელი მატჩის განმავლობაში საქმე დიდად არ ჰქონია. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც მას ბურთის კუთხურზე მოგერიება მოუხდა და ამ ეპიზოდს ქვემოთ გთავაზობთ. სხვა მხრივ თვალში შეიძლება ის მოგხვედროდათ, რომ „ვალენსიას” მცველები ბურთს თავიანთ...

დღეს მამარდა იწყებს
ჩანაწერი

დღეს მამარდა იწყებს

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგის ახალ სეზონს იწყებს. პირველი შეხვედრა „ჟირონასთან” აქვს. ამ შეხვედრის წინ „ღამურების” ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც გაირკვა, რომ მაქსი გომესი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. ცნობილი გახდა ისიც, რომ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ „ვალენსია” 4-3-3 სისტემით ითამაშებს. გატუზოს აკლია დაშავებული გაბრიელ პაულისტა და ოთხი თამაშით დისკვალიფიცირებული...

ხვიჩას პენალტი
ჩანაწერი

ხვიჩას პენალტი

კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, „ჟირონას” 3:1 მოუგო. ბოლო გოლი თავისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მატჩის დამთავრების შემდეგ, რადიო Kiss Kiss Napoli-თვის მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „კვარა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ის ძალიან ტექნიკურია, კაცზე ჯიქურ მიდის, რთული სიტუაციებიდან კარგად ძვრება და მნიშვნელოვან გაგრძელებებსაც პოულობს. მისი ძალა თქვენ...

ავტობუსიდან ვარდებოდა
ჩანაწერი

ავტობუსიდან ვარდებოდა

ქვემოთ, ვიდეოზე დრამატულ მომენტს ხედავთ — ფოტოგრაფი, პირმშვენიერი ნური მარგუი მოზეიმე „ჟირონას” ავტობუსიდან ვარდებოდა, მაგრამ გადაარჩინეს. ახალგაზრდა ქალი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ სერიოზულად დაშავდებოდა. ის კატალონიური კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფია. „ჟირონა” პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ზეიმობდა. მან ფლეი-ოფის ფინალში „ტენერიფეს” აჯობა — შინ 0:0 ითამაშა, მაგრამ სტუმრად, კანარის კუნძულზე 3:1 მოიგო. რეგულარულ ჩემპიონატში „ჟირონა” მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ...

მესიმ უცნობი გამოარჩია
ჩანაწერი

მესიმ უცნობი გამოარჩია

ფიქრობთ ეს სერხიო რამოსია? ცდებით. ან შესაძლოა ლეო მესიმ ის სათვალავში შეგნებულად არ ჩააგდო. რამოსი ხომ „რეალის“ თილისმა და კაპიტანია. ამიტომაც, „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი თუ დაუძინებელი მტრის ბანაკიდან პრინციპულად არავის შეიმჩნევს რატომ უნდა გაგვიკვირდეს?! გსმენიათ პაბლო მაფეოს თაობაზე? გვეეჭვება, რადგან არა გვგონია „ჟირონას“ ფეხბურთელთა სახელები ბევრმა ზეპირად იცოდეს. 22 წლის ესპანელი მცველი კი არა...

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
ჩანაწერი

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა

„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...