„ნაპოლიმ” „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა, ძირითადი დრო 1:1 დაასრულა, შემდეგ კი პენალტებში 4:2 მოიგო. თერთმეტმეტრიანებში თავი მეკარე ალექს მერეტმა გამოიჩინა, რომელიც ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა მოედანზე.
რატომ ათამაშა რუდი გარსიამ გუნდი მეტხანს მეორე შემადგენლობით, მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. შესაძლოა ფრანგმა მარქაფის ხალხი გამოცადა ან ის შეამოწმა, პირველი შემადგენლობა რამდენად შეძლებდა ბოლო მონაკვეთში თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ შეხვედრაში არ უთამაშია ვიქტორ ოსიმენს, რომელიც სტადიონზე იჯდა, მაგრამ მსუბუქად გაჭიმული კუნთის გამო მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის რანგში გახლდათ. მის ნაცვლად როგორც მოსალოდნელი იყო თავდასხმაში ჯოვანი სიმეონე ირჯებოდა. დღეს იტალიური მედია წერს, რომ ისიმენის ტრავმა მსუბუქია, ხოლო მისი დასვენება მხოლოდ ტრავმის გამოზეზებისგან თავის დაზღვევით იყო განპირობებული.
ნიგერიელის და სხვა წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაში გარსიამ გუნდი „ნაპოლისთვის” უჩვეულო განლაგებით 4-4-2 ათამაშა.
ანგარიში „ჟირონამ” გახსნა. ურუგვაელი თავდამსხმელი კრისტიან სტუანი მეკარე სალვატორე გოლინისთან პირისპირ… ნეაპოლელმა ნორვეგიელმა ლეო ოსტიგორმა გაიყვანა. ერთი ხნის შემდეგ საეჭვო პენალტით სიმეონემ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის ბოლო მონაკვეთში შესულმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს. ბოლო წუთებში ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა. მსუბუქი ტრავმა მიიღო სიმეონემაც. „ნაპოლის” შემდეგი შეხვედრა კვირას, 6 აგვისტოს, „აუგსბურგთან” აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
