„ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ეს მკაცრი ვერდიქტი სხდომაზე გამოიტანა. კომიტეტმა „ბათუმი“ და „იბერიას“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები შეისწავლა.შედეგად დაადგინა, რომ „ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთერთ მსაჯს – ფიზიკური შეურაცხყოფა. ბერიძეს, ორწლიან ბანთან ერთად, 6 200 ლარის ჯარიმაც დაეკისრა.
ბერიძეს დისკვალიფიკაცია მანამდეც ჰქონდა – 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის მატჩის დროს ასევე მსაჯების შეურაცხყოფისთვის სტადიონზე შესვლა და „ბათუმის“ როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებზე ერთი წლით აეკრძალა, მაგრამ ბერიძე სტადიონზე დისკვალიფიკაციის დროსაც ჩნდებოდა. ვნახოთ რა მოხდება ახლა…
ამავე მატჩისას მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომა მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1 200 ლარი და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
