10 მილიონი ევრო წელიწადში! აი, თურმე რა ხელფასს სთავაზობს „პარი სენ ჟერმენი” ხვიჩა კვარაცხელიას. ფრანგული „ეკიპის” მიერ გავრცელებულმა ცნობამ „ნაპოლის” გულშემატკივრები შეძრა. ცნობაში ეწერა, რომ პარიზელებს კილიან მბაპეს შემცვლელად ქართველი გარემარბი შეუგულებიათ და მასაც თანხმობა უთქვამს. ახლა მთავარი ნეაპოლელთა პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის დაყოლიებაა. იქვე წერია, რომ ეს ადვილი საქმე არ იქნება.
„პარი სენ ჟერმენმა” „ნაპოლის” ხვიჩას სანაცვლოდ, ოფიციალურად 100 მილიონი ევრო შესთავაზა. აქვე ვთქვათ: „ტრანსფერმარკტის” ბოლო დათვლებით კვარაცხელიას ფასი 80 მილიონია. დე ლაურენტისმა კი გადაწყვიტა მომენტით ისარგებლოს და თავისი საგანძური ძვირად გაყიდოს. მან პარიზელებს დაახლოებით 150 მილიონი მოსთხოვა. იმასაც დაჟინებით წერენ, რომ მართალია „ნაპოლის” მეპატრონემ ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვა ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლებაო, მაგრამ იტალიის 2022-23 წლების ჩემპიონს ქართველი ვარსკვლავი თავისთვის სჭირდება, რათა ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მის გარშემო გუნდის შენება დაიწყოს.
ახლა ყველაფერი ვაჭრობაზეა დამოკიდებული. შედეგებს რამდენიმე კვირაში გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
