
ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის” ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ” ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის”, „ინტერის”, „ჩელსის”, „იუვენტუსის” და სხვა კლუბების, აგრეთვე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ახლა მოწინავე პოზიციაზეა.
რამდენიმე კვირის წინ „ნაპოლისა” და კონტეს მოლაპარაკებებში დაბრკოლების როლი ფინანსურმა საკითხმა ითამაშა. ახლა კი ვითარება შეიცვალა, რადგან დრო აღარ ითმენს. ახალი ფეხბურთელების შეძენა და ამბიციური კლუბის საკადრისი გუნდის ჩამოყალიბება საშური საქმე გახდა, რამაც კონტეს პოზიციები გააძლიერა.
ხელფასის მხრივ კი „აძურისთვის” სტეფანო პიოლი უფრო მომხიბლავია, ამიტომ დე ლაურენტისი „მილანის” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელსაც დაელაპარაკება.
საბოლოო გადაწყვეტილებას „ნაპოლის” პრეზიდენტი ერთპიროვნულად მიიღებს. რას იზამს ის, კონტეს (ან პიოლის) კანდიდატურაზე შეჩერდება თუ დაელოდება რას მოილაპარაკებს „ატალანტა” გასპერინისთან, შეიძლება დღესვე გაირკვეს. საბოლოო პასუხს კი საზოგადოება ორშაბათამდე ელის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
