აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა, მათგან მედლამდე ერთი მივიდა – ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მარგველაშვილმა ჯერ რუსი მურად ჩოპანოვი დაამარცხა, შემდეგ – უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ჩვენებურმა მედლის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაიშვა: მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს, იტალიელი მატეო პირასი მიაყოლა და კვარცხლბეკზე ავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მარგველაშვილის მეორე ბრინჯაოა.
ორი მონაწილე გვყავდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და ორივემ პირველივე შეხვედრები წააგო. ლაშა შავდათუაშვილი განთესილი იყო და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, უგებდა კიდეც ვაზარით მონღოლ ანხზაია ლავჯარგალს, მაგრამ წამით ადრე ტატამიდან გავიდა, მესამე გაფრთხილება მიიღო და ტურნირს გამოეთიშა. გიორგი ტერაშვილმა კი პირველივე წრეში ფრანგ ბენჯამინ ჟაბასთან წააგო.
ნინო ლოლაძემ (57) პირველ წრეში არგენტინელ ბრისა გომესს კი აჯობა, მაგრამ შემდეგ ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
