ნეაპოლში ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს ეხება. ფეხბურთელის აგენტი მარიო ჯიუფრედი რამდენჯერმე წარდგა მედიის წინაშე და განაცხადა, რომ „აძურის” შემადგენლობაში მარჯვენა მცველის კარიერა დასრულებულია. დი ლორენცო გრძნობს, რომ „ნაპოლიში” აღარ ენდობიან და მიდისო. „მე გეკითხებით: რატომ შეცვალეს „ლეჩესთან” შეხვედრის დამთავრებამდე სამი წითით ადრე ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ...
