მიუნხენის „ბაიერნმა“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გაანთავაისუფლა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მიუნხენელები ნაგელსმანის ადგილზე თომას ტუხელს დანიშნავენ, რონელთანაც 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ტუხელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – დარჩენილია ამ სამწვრთნელო ცვლილების ოფიციალური დადასტურება. მისი დებიუტი კი 1 აპრილს, „დორტმუნდთან“ საშინაო მატჩში შედგება. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ბუნდესლიგას სწორედ „დორტმუნდი“ ლიდერობს, რომელიც „ბაიერნს“ ქულით უსწრებს.
მიმდინარე სეზონში მიუნხენელები განაგრძობენ ბრძოლას ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მეტოქეებად კი ხსენებული „დორტმუნდი“, თასზე „ფრაიბურგი“, ჩემპიონთა ლიგაში კი „მანჩესტერ სიტი“ ჰყავთ.
ერთიც: პსჟ-მდე და „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, თომას ტუხელი სწორედ „დორტმუნდს“ თავკაცობდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
