ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, „ბარსელონა“ უეფამ, შესაძლოა ერთი სეზონით ჩამოაშოროს ევროტურნირებს.
ორგანიზაციის სადისციპლინო კოდექსში ნათქვამია, რომ კლუბებს არ შეუძლიათ გამოიყენონ უკანონო მეთოდები მატჩების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
თუ გუნდები ამ წესს დაარღვევენ, მაშინ მათ შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება ერთი სეზონით შეუჩერონ. ხოლო სერიოზული დარღვევებისთვის – სამი სეზონით. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კომიტეტი ივნისში მიიღებს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ნეგრეირას თანხა საკონსულტაციო მომსახურებისთვის გადაუხადა. ბრალმდებლები კი ამბობენ, კატალონიელებმა ყოფილი მსაჯი მოისყიდესო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
