„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას უზარმაზარი ხელფასი, კვირაში 500 000 გირვანქა შესთავაზა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ის უკვე დაეძებს ახალ კლუბს მთელს ევროპაში.
28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი“. როგორც ინგლისური მედია წერს, ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია საით მიუწევს გული.
„იუნაიტედში“ შიშობენ, რომ პოგბა მართლა გადავა სხვაგან, მაგრამ როგორც ამბობენ, კვირაში 500 000 გირვანქა დაახლოებით 100 000-ით მეტია იმაზე, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი კლუბები შესთავაზებენ.
საინტერესოა, რომ „იუნაიტედმა“ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფრანგის გაყიდვა იუარა. არადა, ეს ბოლო შანსი იყო, ზაფხულში ის უკვე თავისუფალი აგენტი იქნება.
და მაინც, „ოლდ ტრეფორდზე“ უარესი სცენარისთვისაც ემზადებიან. იმ შემთხვევაში თუ ნახევარმცველი სხვაგან გადავა, მისი შემცვლელის შერჩევას ცდილობენ. უპირველეს ყოვლისა თვალი ინგლისის ნაკრებისა და „ვესტ ჰემის“ მოთამაშე დეკლან რაისზე აქვთ დადგმული. მას გარდა მანჩესტერელები „ვულვერჰემპტონის“ რუბენ ნევესზეც ფიქრობენ და მასში 35 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
