დეკლან რაისი „ვესტ ჰემის” მომდევნო ორ ევროთამაშს გამოტოვებს. ლონდონელთა კაპიტანი დასჯილია, რადგან „აინტრახტთან” შეხვედრის დროს მსაჯს უთხრა შენ ალბათ მოსყიდული ხარო. „რა საცოდაობაა. მთელს თამაშს ასე სჯი. როგორ ახერხებ ასე ცუდად მსაჯობას? მართლა, f****** მოქრთამული იქნები. ეს f****** კორუფციაა”, — უთქვამს ფეხბურთელს. „ჩაქუჩები” ევროლიგაში გამოდიოდნენ, სადაც ნახევარფინალს მიაღწიეს, ოღონდ იქ ფრანკფურტის გუნდს შეხვდნენ, რომელმაც ინგლისში...
ჭდე: დევიდ მოიესი
ბავშვებს რას ერჩი, დევიდ?
„ვესტ ჰემის” მწვრთნელ დევიდ მოიესს ბოდიშის მოხდა მოუწია. მან ფრანკფურტში „აუტჩიკს” ბურთი დაუმიზნა, მისკენ ფეხით დაარტყა, რისთვისაც მსაჯმა გააძევა. ეს მოხდა ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში. გერმანულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა. ფრანკფურტელებს ლონდონშიც მოგებული ჰქონდათ 2:1. „ჩაქუჩების” კარში გოლი 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სანტოს ბორემ 25-ე წუთზე გაიტანა. 18 მაისს, სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება ფინალი,...
ბოთლი თავში, წიწაკა თვალებში
„ვესტ ჰემი” 1981 წლის შემდეგ — თბილისის „დინამოსთან” რომ წააგო — ევროთასის მეოთხედფინალში არ ყოფილა. ახლა, ნახევარფინალშია. ოღონდ, ლიონში გადარჩენისთვის ფრანგული პოლიციის დახმარება დასჭირდა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. ორი შეხვედრის ჯამში 4:1. პოლიციელებს საფინალო სასტვენის შემდეგ აბობოქრებული გულშემატკივრებისთვის წიწაკის აეროზოლის მისხმაც კი დასჭირდათ. დეკლან რაისს, რომელმაც „ჩაქუჩების” სამი გოლიდან მეორე გაიტანა, 90-ე წუთზე ტრიბუნიდან ბოთლები დააყარეს....
ეს ინგლისია…
მეექვსელიგელის დრამა „ვესტ ჰემმა“ ინგლისის თასის მერვედფინალის საგზური სასწაულში მოიპოვა. რანგით მეექვსე ლიგის გუნდ „კიდერმინსტერთან“ 91-ე წუთამდე აგებდა და დეკლან რაისმა გაათანაბრა, ხოლო 120-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე მოიგო დევიდ მოიესის გუნდმა 2:1… ძალიან შეგვეცოდა „კიდერმინსტერი“. მოედანზე იტირეს. წარმოიდგინეთ, მეექვსელიგელი რომ ასეთ დღეში აგდებს ქვეყნის მეექვსე-მეშვიდე გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის....
ამბავი ცხელია: ლაპარაკობს ლონდონი
ბრიტანული მედია წერს, რომ ლონდონის „ვესტ ჰემი“ ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდა. ისევ, ისევ, ისევ… გვიწევს წერა, მაგრამ რა ვქნათ. საუბარია 13 მილიონიან ტრანსფერზე და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დევიდ მოიესის გუნდის ფეხბურთელი გახდეს. „ვესტ ჰემი“, „ევერტონი“ და „საუთჰემტონი“ რომ დაინტერესებულნი არიან, ეს სამიოდე დღის წინ გახდა ცნობილი. „ჩაქუჩებს“ გარემარბი სჭირდებათ, რათა მანუელ ლანსინი და საიდ ბენრაჰმა კონკურენციაში...
კოვიდი ათი ათზე
პრემიერლიგის კლუბებში, ფეხბურთელების ჩათვლით, ათ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. სეზონის დაწყების შემდეგ ამდენი დაავადებული ინგლისის უმაღლეს ლიგას არ ჰყოლია. წინა სამი კვირის განმავლობაში ტურიდან ტურამდე სულ სამი-ოთხი შემთხვევა თუ იყო ხოლმე. 21-27 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა 1595 ტესტი, რომელმაც მარტო „ვესტ ჰემში” სამი კოვიდიანი გამოავლინა: მწვრთნელი დევიდ მოიესი და მისი ორი ფეხბურთელი ისა დიოპი...
მოიესს როგორც იქნა შეეყარა კორონა
„ვესტ ჰემმა” დაადასტურა, რომ მწვრთნელ დევიდ მოიესს კორონავირუსი სჭირს. გუშინ, „ჩაქუჩებმა” „კარაბაოს თასზე” „ჰალს” მოუგეს 5:1. ამ შეხვედრის წინ აღებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ covid 19 შეჰყრიათ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს ისა დიოპსა და ჯოშ კალენსაც. მაშ, რატომ ჩატარდა თამაში? იმიტომ, რომ ანალიზის პასუხები მის დაწყებამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი საათით ადრე მოვიდა. სამეულიდან სიმპტომები არც ერთს...
თვითიზოლაციის დამრღვევი
ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან...
ტკბილი იანვარი
აგერ, FA CUP-ის 1/32 ფინალში მერსისაიდული დერბი გაიმართა. თან ეს ხომ იცით როგორი თამაშია? პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი წითელი ბარათი ამ გუნდების შეხვედრებში დაფიქსირებულა. მოკლედ, საუკუნის განმავლობაში „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის ომი იყო, ბოლო ხუთი წელი კი ამ დერბიმ თავისი პეწი დაკარგა. კი, „ევერტონი“ ინგლისში ბოლო იყო, ვინც წინა სეზონში თანაქალაქელებს ქულები დააკარგვინეს (რაც, როგორც საბოლოოდ...
კანფეტი გინდა?
დევიდ მოიესი, შესაძლოა, პრემიერლიგას და ყოფილ კლუბს დაბრუნდეს. შოტლანდიელი სპეციალისტის დასაქმებას „ევერტონი“ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ, „კანფეტების“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერებში 100 მილიონი ევრო დახარჯა, ლივერპულური კლუბი 8 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება. ამ ყველაფერში კლუბის ხელმძღვანელობა მარკო სილვას ადანაშაულებს და პორტუგალიელს ბოლო შანსს აძლევს – თუ „ევერტონი“ 19 ოქტომბერს „ვესტ ჰემთან“ წააგებს, მხარეთა...









