პრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო. გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია,…
„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ. ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს. „ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ…
ოლექსანდრ ზინჩენკოს თვალზე სიხარულის ცრემლი მოსდგომია — ის ბავშვობის საყვარელ კლუბში „არსენალში” გადავიდა. „მეთოფეებმა” 25 წლის უკრაინელი „მანჩესტერ სიტისგან” 32 მილიონ გირვანქად იყიდეს. კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ზინჩენკომ სამედიცინო შემოწმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიარა და ახალ თანაგუნდელებს სეზონისწინა შეკრებაზე იქვე შეუერთდა. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა ნომრით ითამაშებს მარცხენა მცველი…
„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12 წლებში „სიტიში“ თამაშობდა. „ატლეტიკოს“ მცველს გონება შეხვედრის მიწურულს დაებინდა. ჯერ ფელიპეს მიერ უხეშად წაქცეული ფილ ფოდენის…
„მანჩესტერ სიტისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ომზე და ერთ ამბავს გაუსვა ხაზი, რუსი ფეხბურთელების დასჯა არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, ისინი ხმას არ იღებენო… – ეს პოლიტიკა კი არა, ნამდვილი ომია. 24 თებერვლიდან მოყოლებული, გუნდში ფეხბურთელებს ყოველდღიურად ვაჩვენებ კადრებს, თუ რა ხდება უკრაინაში. ისინი თავში ხელს წაივლებენ და ამბობენ, ვერ…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ომის შესახებ ისაუბრა – კიდევ ვერ დამიჯერებია, რაც ხდებაო. მან პოლიტიკური სამყარო დაანაშულა: აქამდე უნდა მოხერხებინათ და ომი შეეჩერებინათო. „სიტიში“, როგორც იცით, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს. უკრაინელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში („სპორტინგთან“ 0:0) ძირითადში იყო. „მსოფლიო დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადამიანის სურვილის გამო ზოგიერთი ქვეყანა ინგრევა. მსოფლიო ადრინდელივით დუმს. ხალხი სასოწარკვეთილია,…
ოლექსანდრ ზინჩენკო ამბობს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მხოლოდ ოჯახის გამო არ არის. „მანჩესტერ სიტის” მცველმა რუსული აგრესიის შესახებ იმ ავბედით ღამეს მეუღლისგან გაიგო, რომელმაც გააღვიძა და შემზარავი ამბავი შეატყობინა. მეორე დღეს ზინჩენკომ მაინც გამონახა ძალა მისულიყო „მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე, ხოლო სამშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „პიტერბოროს” წინააღმდეგ უკაპიტნა კიდეც გუნდს. მეგობრები შინიდან უამრავ ვიდეოს უგზავნიან მას….
ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინელ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა, ოღონდ არასაფეხბურთო თემაც ახსენა. ზინჩენკოს ტრავმა ჰქონდა და „მანჩესტერ სიტის“ ძირითადში ადგილის ხელახლა მოპოვება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ჟოაო კანსელუს თამაშის ფონზე… გვარდიოლამ თქვა, რომ „ფულემთან“ თასზე ზინჩენკოს თამაში შესაძლებელია. ანუ, უკვე მზად არისო. „დიახ, „ფულემთან“ შესაძლოა ვათამაშოთ. მხოლოდ სამი დღეა, რაც ტრავმისგან ბოლომდე განიკურნა… გარდა ამისა, ზინჩენკოს გავესაუბრებით…
მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა. „ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ…
ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes