ოლექსანდრ ზინჩენკო ამბობს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მხოლოდ ოჯახის გამო არ არის. „მანჩესტერ სიტის” მცველმა რუსული აგრესიის შესახებ იმ ავბედით ღამეს მეუღლისგან გაიგო, რომელმაც გააღვიძა და შემზარავი ამბავი შეატყობინა. მეორე დღეს ზინჩენკომ მაინც გამონახა ძალა მისულიყო „მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე, ხოლო სამშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „პიტერბოროს” წინააღმდეგ უკაპიტნა კიდეც გუნდს.
მეგობრები შინიდან უამრავ ვიდეოს უგზავნიან მას.
„ცრემლი მომდის. ომის დაწყებიდან უკვე კვირაზე მეტი გავიდა — დღეებს ზუსტად არც ვითვლი — მაგრამ ყოველ საღამოს, როდესაც ვარჯიშიდან შინ ვბრუნდები, უმიზეზო ტირილს ვიწყებ. მილიონი ფოტო და ვიდეო შემიძლია გაჩვენოთ, თუ რა ხდება ჩემი ქვეყნის ყველა ქალაქში, — უთხრა 25 წლის ფეხბურთელმა BBC Spot-ზე გარი ლინეკერს და განაგრძო, — სპეცოპერაცია? გამორიცხულია. ეს ნამდვილი ომია. რასაც ისინი აკეთებენ დაუშვებელია. ის რამენაირად უნდა შევაჩეროთ.
ხალხი ფაქტებს მიგზავნის. ხალხი შიმშილობს. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ მეტროს სადგურებსა და ბუნკერებში სძინავთ.
გულწრფელად გეუბნებით, ჩემი პატარა გოგონა და ოჯახი რომ არა, ახლა იარაღით ხელში მეც იქ ვიქნებოდი. მეც იმ ხალხისნაირი ვარ. იგივე მენტალიტეტი მაქვს. ჩვენ ყველანი ერთნაირად ვაზროვნებთ.
უკრაინელობით ვამაყობ. როდესაც ვუყურებ, თუ როგორ იბრძვის ეს ხალხი, სიტყვები არ მყოფნის. დანებებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ და თავს დადებენ სამშობლოსთვის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
