„მანჩესტერ სიტისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრ ზინჩენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ომზე და ერთ ამბავს გაუსვა ხაზი, რუსი ფეხბურთელების დასჯა არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, ისინი ხმას არ იღებენო…
– ეს პოლიტიკა კი არა, ნამდვილი ომია. 24 თებერვლიდან მოყოლებული, გუნდში ფეხბურთელებს ყოველდღიურად ვაჩვენებ კადრებს, თუ რა ხდება უკრაინაში. ისინი თავში ხელს წაივლებენ და ამბობენ, ვერ დაგვიჯერებია, რომ 2022 წელს ეს ხდებაო.
… თანაგუნდელები მამხნევებენ. ყველა ბრიტანელი თანაუგრძნობს ჩვენს ხალხს. გარდა ტელეფონში შემოსული ზარებისა, ხალხის მხრიდან რეალურად ვგრძნობ თანადგომას. სიმართლე უკრაინის მხარესაა და ეს აქ ყველამ იცის.
… რატომ გარიცხეს რუსეთი ფიფამ და უეფამ? ემოციური პასუხი შეიძლება. იმიტომ, რომ რუსეთი ყველა საზღვარს გასცდა. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებმა აზრი გამოვხატეთ. ჩვენ არ გვინდოდა მათი დისკვალიფიკაცია. მხოლოდ ის გვსურს, რომ სისხლისღვრა შეწყდეს. ყველგან მივაწვდინეთ ხმა, რომ რუსი ფეხბურთელები ჩუმად არ მჯდარიყვნენ სახლში და ხმა ამოეღოთ მომხდარზე. ასეთი დიდი აუდიტორია ჰყავთ და არავინ არ გამოხატა თავისი აზრი, არ მიიქცია ყურადღება და არ თქვა, რომ ომი უნდა შეწყდეს.
… მეკითხებიან, რა როგორ იქნება. განწყობა ასეთი მაქვს: გავიმარჯვებთ! ამ 19 დღის ნანახიდან გამომდინარე, არასოდეს არ დავნებდებით, არასოდეს არ ჩავიქნევთ ხელს და კბილებით დავიცავთ უკრაინას. რამდენი ქვეყანა სასიამოვნოდ გაკვირვებულია, თუ როგორი ძლიერი ერია უკრაინა. ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ.
… ადრე ახალ თაობას კერპებად ჰყავდა სპორტსმენები, ახლა კი მათთვის და ჩემთვისაც არმიის წარმომადგენლები არიან კერპები. ნამდვილი გმირები! მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო მთელი უკრაინის ნაკრების სახელით!
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
