ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის მეორე დღეს, ქართველებს მხოლოდ ერთი ბრინჯაო შეხვდათ. არადა, გაცილებით მეტი შეიძლებოდა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ ჯერ გერმანელი ლუკას ვენეკოლდი, შემდეგ იტალის ფაბიო ბაზილე, ხოლო ნახევარფინალში გასასვლელი ბელარუს ვაძიმ შოკა დაამარცხა. ჩვენებური ნახევარფინალში რუმინელ ალექსანდრ კიარუსთან დამარცხა, მაგრამ ბრინჯაოსთვის დაჭიდება შვედი ტომი მაციას მოუგო.
ამავე წონის პირველ წრეში, ოღონდ ბადის მეორე მხარეს ლაშა შავდათუაშვილი ისვენებდა, რომელმაც ნახევაფინალამდე შვეიცარიელი ნილს შტუმპი, ბულგარელი მარკ ხრისტოვი და უმავე მაციასი დაამარცხა, რომელმაც შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა და ტატალაშვილთან გავიდა ტატამზე.
სამწუხაროდ, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მედლის მოპოვება ვერ შეძლო. „შავიმ“ ჯერ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო, შემდეგ მასპინძელ ტოჰარ ბულბუტთან.
დღესვე ტატამზე გავიდნენ 81 კილოში ვლადიმერ ახალკაცმა ხორვატ დომინიკ დრუჟეტასთან პირველივე წრეში წააგო, ხოლო ლუკა მაისურაძემ გერმანელ ალექსანდრ ვაჟერჟაკთან.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
