ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციისთვის მეორე დღეც ხვავრიელი გამოდგა: ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქრო ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) – ბრინჯაო. ქართული დელეგაციის ყულაბაში მეორე ბრინჯაოს მედალიც აჩხრიალდა – ეთერ ასკილაშვილი (100 კგ.) მესამე ადგილს დასჯერდა.
გრიგალაშვილი მედლისკენ მიმავალ გზას ფრანგი ომარ დიალოსთან გამარჯვებით შეუყვა, ვისაც სერბი ისლამ სოგენოვი, უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ტატოს მეტოქე ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი იყო. გრიგალაშვილმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 44 წამში იპონზე დააგდო. აუცილებლად ვთქვათ, რომ ეს ტატოს მესამე ევროპული ოქრო იყო.
შავდათუაშვილი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მასპინძელი რობერტ კლაჩარი, ფინელი ტურკალ დიუკაევი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში დანილ ლავრენტიევთან წააგო და რეპაშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბულგარელ მარკ ხრისტოვს მოუგო, ბრინჯაოსთვის კი მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაეჭიდა. შავდათუაშვილმა დამატებით დროში ვაზარით იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
დღესვე გიორგი ჩიხელიძემ (73) პირველი ბრძოლა ბულგარელ დენისლავ ივანოვს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსლან ჰალავაჩოუსთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ეთერ ასკილაშვილი, ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია (ორივე 70) კი პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
