ფრანგული „ბრივის“ მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი იქნება.
„დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიმუშავებ. თუმცა, კონტრაქტი, ცხადია ჯერ ხელმოწერილი არ არის. გუნდის გაწვრთნას სეზონის დასრულების შემდეგ ივლისიდან შევუდგები.
იქამდე კი, მინდა „ბრივი“ პლეი ოფში გავიყვანო. ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს. აქაურაობა არასდროს დამავიწყდება“ – თქვა პიერ-ანრი ბრონკანმა.
შეგახსენებთ, რომ იქამდე სანამ ბრონკანი საქართველოს ნაკრებს ოფიციალურად ჩაიბარებს, ბორჯღალოსნებს იტალიელი მარკო ბორტოლამი გაწვრთნის, რომელიც შემდეგ ბრონკანის ასისტენტი იქნება.

