სარაევოში დასრულდა ევროპის ღია პირველობა ძიუდოში. საქართველოს მონაგარი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
პირველი ოქრო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა. ჩვენიანი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა, 66 კილოგრამამდე ასპარეზობდა. სარდალაშვილი ფინალში გერმანელ პატრიკ ვეიზერს დაეჭიდა და ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

მეორე ოქრო ლუკა მაისურაძემ ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ლუკამ იტალიელ ჯაკომო გამბას იუკოთი აჯობა.
სამშობლოში ბრინჯაოს მედლით თორნიკე მოსიაშვილი ბრუნდება. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოსიაშვილმა სერბ ფილიპ იოვანოვიჩს ასევე იუკოთი მოუგო.
ბოსნიის დედაქალაქში ირაკლი ბეროშვილიც (81) გამოდიოდა, მაგრამ ქართველი ძიუდოისტი უმედლოდ დარჩა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
