საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის. ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ის 16 ხელბურთელი იახლა, რომლებსაც ევროპირველობისთვის მოამზადებს.
სლოვენიაში საქართველოს ნაკრებს ორი ამხნაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – კუვეიტთან და ალჟირთან. ევროპირველობაზე ნაკრებს კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ტრავმის გამო დააკლდება. გუნდშია რამდენიმე ახალი სახეც. კალანდაძის გადადწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე; ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე.
ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება.
24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ორ-ორი საუკეთესო კი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
