კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან. პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან...
ჭდე: მარკო ბორტოლამი
შვეიცარიაში ხუთი დებიუტანტით
8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩაებმება ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც სხვა დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. კვირას, 16 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის მატჩი, რომელშიც შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ეს იქნება პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტის დებიუტი საქართველოს ნაკრების საჭესთან და როგორც ასეთ შემთხვევებს ახასიათებს ხოლმე, ახალ თავკაცებს ახალი...
ძებრეს ბონუსით დასამარცხებლად
შაბათს, 17 საათზე თბილისის სარაგბო სტადიონ „ავჭალაზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზ „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი დაიწყება – ბორჯღალოსნების საბაზო გუნდი დაუპირისპირდება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დონორს – პარმულ ფრენჩაიზ „ძებრეს“. თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: თუკი „შავი ლომი“ მეტოქეს დაამარხცებს და თან 4 ან მეტ ლელოს გაიტანს, ქართული გუნდი პირველად გავა...
საქართველოს მწვრთნელმა საქართველო დაადასტურა
ფრანგული „ბრივის“ მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი იქნება. „დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიმუშავებ. თუმცა, კონტრაქტი, ცხადია ჯერ ხელმოწერილი არ არის. გუნდის გაწვრთნას სეზონის დასრულების შემდეგ ივლისიდან შევუდგები. იქამდე კი, მინდა „ბრივი“ პლეი ოფში გავიყვანო. ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს. აქაურაობა არასდროს დამავიწყდება“ – თქვა პიერ-ანრი ბრონკანმა. შეგახსენებთ, რომ იქამდე...



