ფრანგული „ბრივის“ მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი იქნება. „დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიმუშავებ. თუმცა, კონტრაქტი, ცხადია ჯერ ხელმოწერილი არ არის. გუნდის გაწვრთნას სეზონის დასრულების შემდეგ ივლისიდან შევუდგები. იქამდე კი, მინდა „ბრივი“ პლეი ოფში გავიყვანო. ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს. აქაურაობა არასდროს დამავიწყდება“ – თქვა პიერ-ანრი ბრონკანმა. შეგახსენებთ, რომ იქამდე...
ჭდე: ბრივი
ბონუსი
ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში. „პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც...
ბრივის არშემდგარი გმირობა
შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...
სოსო ბეკოშვილი – ტურის სიმბოლურში!
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პერიოდის გამო ფრანგულ კლუბებში ქართველ ლეგიონერთა რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, ტოპ 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ჩვენებური მაინც მოხვდა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ წინა უქმეების სიმბოლურ გუნდში „ბრივის“ მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორკინალი ლუკა ჯაფარიძის არყოფნის პირობებში ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავისი შანსი ხელდან...
ლევან ჩილაჩავა – ტურის სიმბოლურში!
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მორიგი ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოცემის ექსპერტების რჩეულთა შორის ბირჯღალოსანი ამ ჯერზეც მოხვდა. მე-9 ტურის საუკეთესოთა თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე „კასტრისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან ჩილაჩავა გამწესდა. „ბრივთან“ 23:22 მოგებული შეხვედრის 28-ე წუთზე 30 წლის ქართველმა გუნდის შეტევა ლელოთი დაარულა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის მერე მწყობრში...
თედო 4 ქულით დაბრუნდა
თედო აბჟანდაძე 20 თებერვლის მერე პირველად გამოჩნდა „ბრივის“ შემადგენლობაში. ეს მოხდა „სტად ფრანსესთან“ საშინაო მატჩში, რომელიც ბრიველებმა 28:31 დათმეს და მხოლოდ ბონუს-ქულას გამორჩნენ. 21 წლის ქართველი მგეზავი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი დირიჟორობით გატარებული 24-წუთიანი მონაკვეთი „ბრივმა“ 19:7 მოიგო, ბონუსიც სწორედ ამ პერიოდში მოინადირა. ბრიველებმა ბოლო 18 წუთში თავისი სამივე ლელო გაიტანეს, რომელთაგან თედომ...





